მთავარისიახლეებიპოლიტიკამინდა დავამშვიდო საზოგადოება, ვიზების გაუქმებაზე არანაირი შეტყობინება არ მოგვსვლია - ბექა ოდიშარია

მინდა დავამშვიდო საზოგადოება, ვიზების გაუქმებაზე არანაირი შეტყობინება არ მოგვსვლია – ბექა ოდიშარია

Published on

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია ტვ “იმედის” ეთერში აცხადებს, რომ არავითარი შეტყობინება აშშ-ის მხრიდან “ოცნების” დეპუტატებისთვის ვიზების გაუქმებაზე ან რაიმე სხვა სანქციის დაწესებაზე არც მეილით და არც ფოსტით არ მიუღიათ. 

ინფორმაცია, თითქოს რუსულ კანონზე ხელმომწერ დეპუტატებსა და მათი ოჯახის წევრებს აშშ-ის ვიზები გაუუქმეს, ოპოზიციის წარმომადგენლებმა გაავრცელეს, რაც სოციალურ ქსელებშიი განხილვისა და ხუმრობის თემა გახდა:

“გახსენით მეილები”; “ღირსებით მაილ.რუ-სკენ”, – ხუმრობდნენ “ფეისბუქზე”. 

„მინდა დავამშვიდო საზოგადოება და ვუთხრა, რომ არც მეილზე და არც ფოსტით არ მოგვსვლია შეტყობინება იმის შესახებ, რომ გაუქმებულია, ან შეზღუდულია რამენაირად ვიზები იქნება ეს პოლიტიკოსებისთვის, ხელოვანებისთვის, სტუდენტებისათვის, თუ ა.შ. ყველანაირი სტატუსი შენარჩუნებულია ყველა სოციუმის მიმართ.

ზოგადად, ყოველთვის იყო ამერიკის შეერთებული შტატების მიდგომა მკაცრი ტურისტების და ზოგადად ვიზებთან მიმართებაში. ვიზა გაქვთ თუ არა მნიშვნელობა არ აქვს. თუ დააპირებთ ამერიკაში გამგზავრებას, ნებისმიერ მესაზღვრეს აქვს უფლება თავად მიიღოს გადაწყვეტილება – სწორად გაიცა თუ არა ვიზა და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მიაბრუნონ ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე უკან სამშობლოში“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ. 

სიახლეები

აშშ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს

ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთის მოქალაქეებისთვის აშშ-ის კუნძულოვან ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ...

საია: პარტიების აკრძალვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში წონად საფუძვლებს მოითხოვს

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აქვეყნებს მიმოხილვას - პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს...

ანა წითლიძე პლენუმს: ილია გზას აირჩევთ თუ ბერბიჭაშვილების, ეს თქვენი გადასაწყვეტია

"ჩვენ გვყავდა ანწუხელიძეც და სერგო ორჯონიკიძეც, ჩვენ გვყავდა ილია და გვყავდა ბერბიჭაშვილებიც. რომელ გზას...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო...