მთავარისიახლეებისაზოგადოებახაბეიშვილი: ენმ-ის ოფისზე თავდასხმის შემდეგ, "ბანდიტთა" მანქანებს პოლიციის ეკიპაჟი აცილებს

ხაბეიშვილი: ენმ-ის ოფისზე თავდასხმის შემდეგ, “ბანდიტთა” მანქანებს პოლიციის ეკიპაჟი აცილებს

Published on

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, სადაც მისი თქმით, ჩანს, რომ ენმ-ის ოფისზე თავდასხმის შემდეგ, თავდამსხმელთა ათობით მანქანას პოლიციის ეკიპაჟი აცილებს.

“ენმ-ის ოფისზე თავდამსხმელები ათობით ავტომობილით ტოვებს ტერიტორიას, თავდასხმიდან 2 წთ-ში, “იდეალის” საპარკინგე სივრციდან. ვიდეოში გარკვევით ჩანს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელიც აცილებს “ბანდიტების” ავტომობილებს და მხოლოდ ამის შემდეგ იძვრება ენმ-ის ცენტრალური ოფისისკენ, საიდანაც მიიღეს შეტყობინება ბანდფორმირების თავდასხმის შესახებ.

მე-4 დღეა და 100-მდე ადამიანიდან არცერთი არ დაუკავებიათ. თავად მოაცილა და თავად გააცილა გომელაურის უწყებამ და შესაბამისად გასაგებია, რომ არაფერს გამოიძიებენ”, – წერს ხაბეიშვილი.

ენმ-ის ცენტრალურ ოფისს რამდენიმე ათეული ადამიანი პირველ ივნისის ღამეს დაესხა თავს. მათ მინები ჩაამსხვრიეს და პარტიის ინვენტარი დააზიანეს. თავდამსხმელები ოფისში შეჭრასაც ცდილობდნენ, თუმცა ვერ მოახერხეს. მათ ოფისს ხის დიდი ჯოხები დაუშინეს, ასევე, ისროდნენ ქვებს.

თავდასხმის დროს ოფისში თანამშრომლები, მათ შორის ლევან ხაბეიშვილი და მისი არასრულწლოვანი შვილი იმყოფებოდნენ.

მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო.

სიახლეები

ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო - რეზოლუცია 441 ხმით 47-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს, 86-მა...

ლაილაშში მთიდან მოწყვეტილმა მიწის მასამ 4 საცხოვრებელი სახლი დაანგრია

„ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში, 2026 წლის 26 ნოემბერს, ღამის საათებში მეწყრული პროცესი განვითარდა, რის...

თეიმურაზ კუპატაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, შალვა თადუმაძე კი მინისტრის მოადგილის თანამდებობას ტოვებს

შინაგან საქმეთა მინისტრის სულხან თამაზაშვილის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა. შსს-ს ცნობით, თეიმურაზ კუპატაძე...

ირაკლი ფირცხალავამ, 12-წლიანი პატიმრობის შემდეგ, საპატიმრო დატოვა

კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ირაკლი ფირცხალავამ 12-წლიანი პატიმრობის შემდეგ პენიტენციური დაწესებულება დატოვა. ინფორმაცია ტაბულას...