მთავარისიახლეებისაზოგადოებათუ კანონს არ დაემორჩილებიან, იქნება ჯარიმები, ყადაღა, ვერ იფუნქციონირებენ - კალაძე

თუ კანონს არ დაემორჩილებიან, იქნება ჯარიმები, ყადაღა, ვერ იფუნქციონირებენ – კალაძე

Published on

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, კახი კალაძე ამბობს, რომ თუ ორგანიზაციები რუსულ კანონს არ დაემორჩილებიან, ჯერ მათი დაჯარიმება მოხდება, შემდეგ ყადაღას დაადებენ, საბოლოოდ კი ისინი ფუნქციონირებას ვეღარ შეძლებენ.

“თუ არ დაემორჩილებიან, ამისთვის არსებობს ფინანსური ჯარიმების დაკისრება, შემდეგ კი მოხდება ყადაღის დადება. ისინი ფუნქციონირებას ვერ შეძლებენ და ვერც თანხების მიღებას. თუ მართლა კეთილ საქმეს აკეთებენ და ბოროტი ზრახვები არ აქვთ, რა პრობლემაა დეკლარაციის შევსება და ფინანსების ჩვენება? თუმცა, არსებობს ეჭვი, რომ ეს პოლარიზაცია, რევოლუციური სცენარის დაფინანსება – ყველაფერი ხდებოდა ამ გაუმჭვირვალობის გამო”,- თქვა კალაძემ.

რუსულ კანონს ხელი პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს, 3 ივნისს მოაწერა. ის საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა.

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...