მთავარისიახლეებისოლიდარობის უპრეცენტო აქცია შედგა - საქველმოქმედო კონცერტზე 250 ათასი ლარი შეგროვდა

სოლიდარობის უპრეცენტო აქცია შედგა – საქველმოქმედო კონცერტზე 250 ათასი ლარი შეგროვდა

Published on

სოლიდარობის უპრეცენტო აქცია შედგა. მურუსიძის სასამართლოს მიერ დაჯარიმებული ადამიანების დასახმარებლად 250 ათასი ლარი შეგროვდა. ეს ღამის 01:00 საათის მონაცემია. ორგანიზატორების ინფორმაციით, ჯერჯერობით არ არის ასახული უცხოეთიდან გადმორიცხული თანხები.

საქველმოქმედო აქცია კონცერტი რესპუბლიკის მოედანზე გვიან ღამით დასრულდა. 30-ზე მეტი მუსიკოსი ევროპული კურსის დასაცავად და სამშობლოს სიყვარულისთვის დაჯარიმებული ადამიანების დასახმარებლად გაერთიანდა, რადგან ივანიშვილის რეჟიმმა ანტირუსულ აქციებში მონაწილე პირების ნაწილი წვრილმანი ხულიგნობისთვის დააჯარიმა, მეორე ნაწილი კი პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის. აქცია-კონცერტზე შეგროვილი თანხა მთლიანად ჯარიმებისგან გათავისუფლებას მოხმარდება.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...