მთავარისიახლეებისაზოგადოებასტრატკომის სამსახური გაუქმდა - მთავრობა უპრეცედენტო სკანდალში ეხვევა

სტრატკომის სამსახური გაუქმდა – მთავრობა უპრეცედენტო სკანდალში ეხვევა

Published on

საქართველოს მთავრობა უპრეცედენტო სკანდალში ეხვევა. ირკვევა, რომ ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა საქართველოს მთავრობასთან ერთობლივი პროექტი გააჩერა.

სტრატკომის სამსახურს, რომელიც ნატოს დაფინანებით და დიდი ბრიტანეთის მეთვალყურეობით საქართველოში რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა, მთავრობა არა რუსეთის, არამედ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებდა.

ამ თემაზე უკვე ორი ჟურნალისტური გამოძიება გამოქვეყნდა. ამ გამოძიებებში კი წარმოუდგენლად მძიმე დეტალებია აღწერილი.

ირკვევა, რომ დეზინფორმაციასთან ბრძოლის სამსახური თავად ჩაუდგა სათავეში არასწორი ინფორმაციის გავრცელებას.

საქართველოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი, ან StratComs, დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობით 2015 წელს შექიმნა, ნატოს ინიციატივის ფარგლებში. პროექტი შეიქმნა შავი ზღვის ქვეყნის გამძლეობის გასაძლიერებლად რუსული ჰიბრიდული ომის მიმართ.

ამ პროექტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის თანამშრომლებს ჩაუტარდათ ტრენინგი და ტექნიკური დახმარება ალიანსის ექსპერტებისგან, ასევე დაესწრნენ და უმასპინძლეს კონფერენციებს და დეზინფორმაციისა და პუტინისტური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე ანალიტკური მოსაზრებები გაცვალეს.

დროთა განმავლობაში, მთავრობა ანტიდასავლური ტრაექტორიის გზას დაადგა, სტრატკომმა ისეთი საქმიანობის განხორციელება დაიწყოო, რომლისგან თავდასაცავადაც თავად შეიქმნა.
ქართული მეთვალყურეების არაერთი მოხსენება აჩვენებს, თუ როგორ იყენებდა დანაყოფი ტროლების ანგარიშებს პოლიტიკურ ოპონენტებზე რუსული სტილით სასტიკი თავდასხმების განსახორციელებლად, ასევე ავრცელებდა ყალბ ახალ ამბებს და პროპაგანდისტულ ნარატივებს სწორედ იმ პარტნიორების წინააღმდეგ რომლებიც მათ უჭერდნენ მხარს.

ინსაიდერმა თქვა, რომ „რა თქმა უნდა [დიდი ბრიტანეთმა] იცოდა, რომ მათი რესურსების ბოროტად გამოყენება ხდებოდა და დასძინა, რომ ოფიციალურ პირებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ გადასახადის გადამხდელთა ფულს გონივრულად არ იყენებდნენ,” – წერია სტატიაში.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...