მთავარისიახლეებისაზოგადოებადიმიტრი ხუნდაძე - ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს, არის თაობათა შორის დაპირისპირება

დიმიტრი ხუნდაძე – ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს, არის თაობათა შორის დაპირისპირება

Published on

„ნაციონალური მოძრაობა“ თაობათა შორის დაპირისპირებას ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც იყენებდა და ამას აკეთებს დღესაც, ოპოზიციაში – აგენტურისთვის სამართლებრივი შედეგი აუცილებლად დადგება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” ახალგაზრდებს უბიძგებს, რომ მშობლების თაობას დაუპირისპირდნენ და ასეთი ტიპის აგენტურას სამართლებრივი პასუხი მოეთხოვება.

“ის, რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება, რომ ახალგაზრდებს ახალისებენ, რათა უფროსი თაობის წარმომადგენლებზე მოახდინონ ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სხვა ტიპის ზეწოლები, მიუღებელია. ეს მახასიათებელია “ნაციონალური მოძრაობისათვის”. თაობათა შორის დაპირისპირებას მაშინაც იყენებდა, როცა ხელისუფლებაში იყო და ამას აკეთებს დღესაც. ახალგაზრდებს უბიძგებს, რომ მშობლების თაობას დაუპირისპირდნენ. ასევე, ეძებენ ახალგაზრდებს საკუთარ მშობლებთან დასაპირისპირებლად. მოკითხულია მაგალითად, ჩვენი, დეპუტატების შვილები სად სწავლობენ, სად მუშაობენ, სად ცხოვრობენ, რომ შვილები დაუპირისპირონ მშობლებს. ეს დაუშვებელია. ამავე დროს ეს არის სახიფათო. მერწმუნეთ, ორ თვეში, როდესაც კანონი ბოლომდე ამუშავდება, რა თქმა უნდა, იქნება მოცული. მანამდე ასეთი ტიპის დამკვეთებს, აგენტურას, რა თქმა უნდა, მოეთხოვება სამართლებრივი პასუხი, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, სახელმწიფო და არ ვაპირებთ, რომ ასეთი აურზაური შევქმნათ და ქვეყანა მივიდეს მაიდანიზაციამდე. მაიდნის გზა მიდის ომამდე. ჩვენ ყველაზე მეტად სწორედ ახალგაზრდებისთვის ვიბრძვით და მათთვის ვითმენთ ყველაზე მეტს, რომ ისინი არ აღმოჩნდნენ ცეცხლისა და ომის მსხვერპლი. სამართალმა თავისი აუცილებლად უნდა თქვას,” – განაცხადა ხუნდაძემ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...