მთავარისიახლეებისაზოგადოებაწალენჯიხაში აკადემია "იუვენტუსის" ფრანგმა ფეხბურთელმა დევიდ ტრეზეგემ გახსნა

წალენჯიხაში აკადემია “იუვენტუსის” ფრანგმა ფეხბურთელმა დევიდ ტრეზეგემ გახსნა

Published on

ტუ­რი­ნის “იუ­ვენ­ტუ­სის” ფრან­გი ლე­გენ­და, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი დე­ვიდ ტრე­ზე­გე წალენჯიხაში ნორჩ ფეხბურთელთა აკადემიაში იმყოფება.ტრეზეგემ წალენჯიხის საფეხბურთო აკადემიაში ნორჩ ფეხბურთელებთან ერთად ივარჯიშა, ასევე დაათვალიერა იუვენტუსის აკადემიის წალენჯიხის ბაზა .აქ 100-მდე მოზარდი ირიცხება. ასევე არიან დევნილი ბავშვები ოკუპირებული აფხაზეთიდან.იუვენტუსის საფეხბერთო აკადემია ერთი წელია ფუნქციონირებს პარტია ლელოს ლიდერის მამუკა ხაზარაძის ფინანსური მხარდაჭერით.

აკადემიის ნორჩი აღსაზრდელები მიემგზავრებიან ერთთვიან გაცვლით ტურნეზე ტურინში.

“ამ პროექტში ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ბავშვები ფეხბურთისგან სიამოვნებას იღებენ და ერთობიან. ჩემი მხრიდან, როგორც კლუბ “იუვენტუსის” წარმომადგენლისგან, მთავარია რაც შეიძლება მეტი გამოცდილება მივცე მათ და ის ღირებულებები გავუზიარო, რაც გააჩნია ჩვენს კლუბს. ოჯახის წევრების დასწრება კი აუცილებელია ბავშვების მოტივაციისთვისა და მათი განვითარებისთვის”, – თქვა “იუვენტუსის” ლეგენდამ.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...