მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოს ელჩი ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

საქართველოს ელჩი ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

Published on

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს პარლამენტის მიერ რუსულ კანონზე პრეზიდენტოს ვეტოს დაძლევის შემდეგ, საქართველოს ელჩი უწყებაში დაიბარეს.

“საგარეო საქმეთა სამინისტრომ ღრმა მწუხარება გამოხატა საქართველოს მმართველი პარტიის მიერ გადადგმულ ნაბიჯთან და სხვა ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც მიმართულია ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის დაშინებისა და შეზღუდვისკენ.

ეს ქმედებები ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციით დაფიქსირებულ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მისწრაფებებს”, – წერია განცხადებაში.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა 9 რეკომენდაციის შესრულების პირობით, ხოლო როდესაც პარლამენტმა რუსული კანონის განხილვა დაიწყო, ევროკავშირმა ცალსახად გააფრთხილა ქვეყანა, რომ რუსული სტილის კანონი არ შეესაბამებოდა ევროკავშირის სტანდარტებსა და ღირებულებებს.

“ქვეყანაში ცოტა ხნის წინ დაინიცირდა კიდევ რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა, რომლებიც შეუთავსებელია ევროკავშირში ინტეგრაციასთან. გავრცელდა ანტიდასავლური პროპაგანდა” – წერია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ხელისუფლება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ დაშინებისა და ძალადობის კამპანიით პასუხობდა პროტესტს.

“ლიეტუვა ღრმად არის შეშფოთებული ამ მოვლენებით და პარტნიორებთან ერთად განიხილავს შესაძლო კონტრზომებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

უწყება ხაზს უსვამს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფის აუცილებლობას.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...