მთავარისიახლეებისაზოგადოებაPOLITICO: უნგრეთი შესაძლოა ბრიუსელში მაღალ პოზიციას დაემშვიდობოს

POLITICO: უნგრეთი შესაძლოა ბრიუსელში მაღალ პოზიციას დაემშვიდობოს

Published on

POLITICO-ს სამ დიპლომატზე დაყრდნობით წერს, უკრაინასთან დაკავშირებით ვიქტორ ორბანის პოზიციების გამო ევროკავშირის უნგრელი ლიდერები მის “დასჯას” ევროკომისიაში უნგრეთის პოზიციების შესუსტებით გეგმავენ. უნგრეთს გაფართოების საკითხებთან დაკავშირებული უფლებამოსილების შენარჩუნება სურს, რომელსაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ბლოკში უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებებზე. როგორც POLITICO წერს, რომ ეროვნულ მთავრობებს არ აქვთ სურვილი, ბუდაპეშტის ამჟამინდელ კომისარ ოლივერ ვარჰეის (ან სხვა ნებისმიერმა უნგრელს) ასეთი მთავარი როლი შეუნარჩუნდეთ. ვიქტორ ორბანი ევროკავშირში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის უახლოესი მოკავშირეა. ევროპელი ლიდერების აღშფოთება სულ უფრო მეტად იზრდება ორბანის სანქციებთან დაკავშირებული პოზიციისა და იმ წინააღმდეგობების გამო, რასაც ის კიევისთვის ფინანსური დახმარების მიწოდების თაობაზე გამოთქვამს. POLITICO წერს, რომ ვარჰეის ადანაშაულებენ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების მიმართ პოლიტიკისთვის ხელის შეშლაში, ასევე დაბნეულობის შემოტანაში საქართველოსთან მიმართებაში, ფართოდ დაგმობილი “უცხოელი აგენტების” კანონის თაობაზე. კანონის, რომელიც აღიქმება, როგორც ხელისუფლების მცდელობა, შეავიწროოს ოპოზიცია, მედია, აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები. გარდა ამისა, ერთ-ერთმა დიპლომატმა გამოცემასთან შეშფოთება გამოთქვა უკრაინის EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებში ვარჰეის როლთან დაკავშირებით იმის გათვალისწინებით, რომ უნგრეთი უკრაინის წევრობას ღიად ეწინააღმდეგება. “ეს არის ის, რაც ჩვენ მივიღეთ იმით, რომ მელა საქათმის მეთვალყურედ დავაყენეთ”, – განუცხადა ერთ-ერთმა ელჩმა POLITICO-ს. კვირის დასაწყისში ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა უნგრეთს კიევისთვის მრავალმილიონიანი ევროს სამხედრო დახმარების პაკეტის დაბლოკვის შეჩერებისკენ მოუწოდა. რამდენიმე დღით ადრე კი მან POLITICO-ს განუცხადა, რომ ბუდაპეშტი დგას იმის უკან, რომ ევროპას არ შეუძლია ღაზას ომსა და რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე თანმიმდევრული პოზიციები წარადგინოს. “თითქმის ყველა დისკუსიასა და საჭირო გადაწყვეტილებებს მხოლოდ ერთი ქვეყანა ბლოკავს”, – თქვა ლანდსბერგისმა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...