მთავარისიახლეებისაზოგადოებაკოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სიის ფორმალიზება ხდება -

კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სიის ფორმალიზება ხდება –

Published on

რეალურად, სალომე ზურაბიშვილმა უკვე დაიწყო უცხოელი აგენტების რეესტრის შექმნა, რომელშიც შესაბამისი პოლიტიკური პარტიები იყრიან თავს – მადლობა სალომე ზურაბიშვილს ამისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ „ქართულ ქარტიაზე“ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულით, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სიის ფორმალიზება ხდება.

„ინიციატივა, რაც სალომე ზურაბიშვილმა გაახმოვანა, სინამდვილეში უცხოელი აგენტების რეესტრის შექმნის პირველი მცდელობაა. რეალურად, სალომე ზურაბიშვილმა უკვე დაიწყო უცხოელი აგენტების რეესტრის შექმნა, რომელშიც შესაბამისი პოლიტიკური პარტიები იყრიან თავს. მადლობა სალომე ზურაბიშვილს ამისთვის.

მანამდეც ვამბობდით, რომ ყველა ეს ადამიანი ერთი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ვუწოდებთ და ახალ ხდება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სიის ფორმალიზება. ამისთვის განსაკუთრებული მადლობა სალომე ზურაბიშვილს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...