მთავარისიახლეებისაზოგადოება"დაფიონი" ხვალ, 19:00 საათზე, პარლამენტთან აქციას აანონსებს

“დაფიონი” ხვალ, 19:00 საათზე, პარლამენტთან აქციას აანონსებს

Published on

ახალგაზრდული მოძრაობა “დაფიონი” აცხადებს, რომ რუსული კანონისა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გასაპროტესტებლად ხვალ, 31 მაისს, 19:00 საათზე პარლამენტთან შეიკრიბებიან.

“არ გავჩერდებით, არ შევჩერდებით. ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე.

ხვალ, 31 მაისს, 19:00- ზე ვიკრიბებით პარლამენტის წინ”, – წერს მოძრაობა სოციალურ ქსელში.

რა ხდება:
3 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ “ქართულმა ოცნებამ” პირობა ისევ გადათქვა და “რუსულ კანონი,” ჩაგდებიდან 1 წლისა და ერთი თვის შემდეგ, ის ხელახლა დააინიცირა. კანონპროექტის ტექსტში განსხვავება მხოლოდ ტერმინი “უცხოური გავლენის მქონე ორგანიზაციაა,” ნაცვლად “უცხოური გავლენის აგენტისა.”

კანონის შემობრუნებას საზოგადოების მწვავე პროტესტი და კრიტიკა მოჰყვა. მათ შორის, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებდნენ ხელისუფლებას, არ გადეხვია ქვეყნის ევროპული გზიდან და არ მიეღო კანონი. სამართალდამცავებმა რამდენიმე აქცია დაშალეს სპეციალური საშუალებების – წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი – გამოყენებით. პოლიციამ არერთ აქციის მონაწილეზე იძალადა, მედიაში გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს როგორ სცემენ ნიღბიანი პირები დაკავებულებს. ამ დრომდე არც ერთი სამართალდამცავი პასუხისგებაში მიცემული არაა.

პრეზიდენტმა რუსულ კანონს ვეტო დაადო, თუმცა 28 მაისს პარლამენტმა ის დაძლია. აღნიშნუულს იმავე საღამოს მოჰყვა კრიტიკული გამოხმაურებები დასავლელი პარტნიორების, მათ შორის ევროკავშირისა და ამერიკის მხრიდან.

სიახლეები

აქტივისტების თქმით, “ქართული ოცნების” მიზანია პროტესტი საბოლოოდ ჩაახშოს

უწყვეტი პროტესტის მონაწილეები "ქართული ოცნების" მიერ "შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ" კანონმდებლობაში ინიცირებულ ცვლილებებს ეხმიანებიან,...

BBC-ის ბოდიშის მოხდა მოუწევს – კობახიძე

"ოცნება" აპირებს BBC-ის ბრიტანულ მარეგულირებელ კომისიაში უჩივლოს - ცოტა ხნის წინ, ირაკლი კობახიძემ მედიას...

პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს. როგორც მან დღევანდელ სასამართლო...

კარცერში ვარ ფაქტობრივად – მურთაზ ზოდელავა

კარცერში ვარ ფაქტობრივად - ამ სიტყვებით მიმართა სასამართლოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ და...