მთავარისიახლეებითქვენ ახლა რომ გჭირთ, ჩემ მტერს...საკუთარ თავს დაუწერეთ პოლიტიკური ნეკროლოგი, 28 მაისი...

თქვენ ახლა რომ გჭირთ, ჩემ მტერს…საკუთარ თავს დაუწერეთ პოლიტიკური ნეკროლოგი, 28 მაისი თქვენი დაისი იქნება – ხერხეულიძე “ოცნებას”

Published on

დღეს თქვენ თქვენი განაჩენით, საკუთარ თავს დაუწერეთ პოლიტიკური ნეკროლოგი. დარწმუნებული ვარ, ყველა მისცემთ ხმას და მე არ მაქვს ილუზია, რომ ვინმე თქვენგან გათავისუფლებული მონა და სპარტაკი აღმოჩნდება მაგრად იცოდეთ, რომ 28 მაისი თქვენი დაისი იქნება პოლიტიკური და ამას შეეგუეთ – ამ სიტყვებით დაასრულა ენმ-ის დეპუტატმა, ეკა ხერხეულიძემ ოცნების წარმომადგენლებისთვის მიმართვა პარლამენტის პლენარულ სესიაზე, სადაც დღეს რუსულ კანონზე “ოცნება” პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას აპირებს.

ხერხეულიძე, მმართველ გუნდს მიმართა, რომ ამ გადაწყვეტილებით, მათ ქვეყანას ჩამოაშორეს ყველა მეგობარი და პირისპირ დატოვეს მარტო, ყველაზე დიდ ომის პარტიასთან- რუსეთთან:

“ხალხო, თქვენ ახლა რომ გჭირთ, ჩემ მტერს, ასეთი უბედურება და ისეთი ღრუბელი ადგას თქვენს რეპუტაციას. ეს არ არის ნორმალური და არც ერთ შემთხვევაში არ დარჩება საქართველოს ისტორიაში უკვალოდ. თქვენ გგონიათ, რომ ეს ხალხმრავლობა, რომელიც ქუჩაშია და რომელსაც ხალხის მღელვარებას ხედავთ, არის წარმავალი. ასე არ არის, საქართველოს ისტორია, თქვენი სურვილების მიხედვით არ იწერება და არ იმართება. თქვენ უყურებთ, რომ ერთი საკითხის ირგვლივ გაერთიანებული ხალხის მასშტაბური გამოსვლები კი არ არის, აქ არის უკვე ჩამოყალიბებული ეროვნული მოძრაობა და საყოველთაო გაფიცვას ეფუძნება თეატრებში, უმაღლეს სასწავლებლებში პროტესტი, პროფესორ-მსწავლებლებში, სტუდენტებში, მომღერლებში, სპორტსმენებში, ამას აღარ ჰქვია ერთი საკითხის ირგვლივ გაერთიანებული პროტესტი, ეს არის ეროვნული მოძრაობა. ” აღნიშნა ეკა ხერხეულიძემ სიტყვით გამოსვლისას.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....