მთავარისიახლეებიღალატის დამღით ივლით დარჩენილი ცხოვრება, ივანიშვილის პოლიტიკური სამარე გათხრილია - ბოკუჩავა "ოცნებას"

ღალატის დამღით ივლით დარჩენილი ცხოვრება, ივანიშვილის პოლიტიკური სამარე გათხრილია – ბოკუჩავა “ოცნებას”

Published on

უკანასკნელად მინდა მოგმართოთ დღეს – დღევანდელი დღე არის ბოლო შესაძლებლობა თითოეული თქვენთაგანისთვის რომ ერთის მხრივ, თავი გადაირჩინოთ პერსონალური სანქციებისგან და მეორეს მხრივ, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია- ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანს აარიდოთ უდიდეს დარტყმა – ამ სიტყვებით მიმართა ენმ-ის დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტაციას, რომლებიც დღეს რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას აპირებენ.

ბოკუჩავამ კიდევ ერთხელ შეახსენა “ოცნებას”, რომ სწორედ მათზეა დამოკიდებული როგორ შევა ეს დღე და თითოეული მათგანი საქართველოს უახლეს ისტორიაში:

“თითოეულ თქვენგანზეა დღეს დამოკიდებული, როგორც შევა დღევანდელი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში – როგორც დღე, როდესაც კოლექტიური მონობით ივანიშვილის დეპუტაციამ გაყიდა ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, თუ დღე, როდესაც თუნდაც რამდენიმე ადამიანის პერსონალურმა და პოლიტიკურმა გამბედაობამ ქვეყანა გადაჩეხვას გადაარჩინა. თითოეულ თქვენგანს აქვს არჩევანი ქვეყნის ინტერესების დაცვასა და ვერშემდგარი დიქტატორის, ივანიშვილის მონურ მსახურებას შორის. თითოეულ თქვენგანს აქვს არჩევანი თავისუფლებასა და მონობას შორის. დღეს არის არჩევანი თქვენს წინაშე – რუსი ოლიგარქის რუსული კანონის დაცვა საქართველოს რუსეთთან პირისპირ დატოვების მიზნით, თუ საქართველოს ევროპული მომავლის გადარჩენა. ეს არის ის არჩევანი, რომლის წინაშეც თითოეული თქვენგანი დღეს დგას. შანსი აღარ მოგეცემათ, რომ არ ჩაიწეროთ ქვეყნის უახლეს ისტორიაში როგორც მოღალატეები. არ არსებობს იმაზე მძიმე განაჩენი, ვიდრე შენს ხალხს და ისტორიას გამოაქვს, ღალატის დამღით ივლით დარჩენილი ცხოვრება. საქართველო მაინც გაიმარჯვებს.

ივანიშვილის პოლიტიკური სამარე გათხრილია და თქვენ რომ შეგეძლოთ გამოსვლა და დადგომა გვერდით ახალგაზრდებთან, ამას საკუთარი თვალით დაინახავდით. ჩახედავდით ივანიშვილის პოლიტიკურ სამარეს თვალებში. არჩევანი თქვენზეა- ჩაყვებით ივანიშვილს პოლიტიკურ სამარეში, თუ არა” მიმართა ბოკუჩავამ ოცნებას, რასაც პაპუაშვილის რეპლიკა მოჰყვა: “ზედმეტად ნეკროფილური გამოსვლა იყო.”

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...