მთავარისიახლეებისაზოგადოება"ესთეტი არავინაა თქვენს შორის, ხალხო? ასეთი ლამაზი საქართველო მანამდე გინახავთ?!.." - ეკა...

“ესთეტი არავინაა თქვენს შორის, ხალხო? ასეთი ლამაზი საქართველო მანამდე გინახავთ?!..” – ეკა ხერხეულიძე

Published on

საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში პოლიტიკური გამოსვლების დროს უმრავლესობის წევრებს ოპოზიციამ მათი შვილების მოსალოდნელი რეაქცია შეახსენა, ხოლო გიორგი ვაშაძემ შალვა პაპუაშვილს “დუმის თავმჯდომარე” უწოდა, რის შემდეგაც მათ უმრავლესობის ერთ-ერთ-ერთმა წევრმა ირმა შევრაზადაშვილმა წყალი შეასხა, რასსაც ტრიბუნაზე მდგარმა ვაშაძემ შეძახილით “ბრავო!” უპასუხა.

ანა წითლიძემ მმართველ პარტიას სპეცრაზმის მეთაურის ზვიად ხარაზიშვილის, იგივე “ხარებას” ვიდეო ჩაურთო, სადაც ის ამბობს, რომ “ჩვენ არ ვცემთ ახალგაზრდებს, სია გვაქვს”, რაზეც პასუხს “ოცნებამ” თავი აარიდა.

ციტატები პარლამენტიდან:

ნინო წილოსანი: “ჩვენი შვილები იამაყებენ ჩვენი საქციელით”.

ვიქტორ ჯაფარიძე: “სტალინმა თქვა, შვილები მშობლების გამო პასუხს არ აგებენო, თქვენ ვინ ხართ, ფაშისტები ხართ?”;

რიმა ბერიძე: “ყველაზე უკეთესი, რაც მე შემიქმნია, ჩემი შვილია, რომელიც ნიჭითაც გამორჩეულია”.

ეკა ხერხეულიძე: “დარწმუნებული ვარ, თქვენ ახლა რომ მაუზერები დაგირიგონ, ყველას დახვრეტთ იმათ, ვისაც წყლის ჭავლს უშვერთ… რა უფლებით საუბრობთ ზვიად გამსახურდიაზე, ის იყო პირველი ამერიკანისტი საქართველოში, აგერ დაგიტოვებთ ზვიად გამსახურდიასა და რონალდ რეიგანის შეხვედრის ფოტოს და ისწავლეთ ისტორია…

გამსახურდიას შემდეგ იყო შევარდნაძე, აი ამ ფოტოებსაც დაგიტოვებთ, აქ ის კომკრეტული ადამიანებია, რომლებსაც კონკრეტული სახელი და გვარი აქვთ. ესენი ის 26.000 ვაჟკაცი არ გეგონოთ, სახელები და გვარები რომ არ იცით – ამათი შვილები დგანან გარეთ და ამათ ებრძვით თქვენ, ამათ მომავალს ებრძვით…

ესთეტი არავინ არ არის თქვენს შორის, ხალხო? ასეთი ლამაზი საქართველო აქამდე ბევრჯერ გინახავთ? ეს არ არის მხოლოდ ახალგაზრდების ბრძოლა, ყავარჯნიოანი ადამიანები უმაგრებენ მათ ზურგს, უსუფთავებენ გზას, თქვენ კი გზას უხერგავთ… მინდა მივმართო ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა არიან შეკრებილი, გალაკტიონის სიტყვებით: ~

“არსად არ გადუხვიოთ!

ეს გზა – სწორზე სწორია!

მარცხნივ – მხოლოდ ხრამია,

მარჯვნივ – პრეისტორია!”

გავიმარჯვებთ სახელოვნად!”

ციტატები პარლამენტის გარეთ:

ზაზა სარალიძე: “ფრიდონ ინჯიამ თქვა აქ, რომ მოსყიდულები არიანო… ვაი, მაგის პატრონს! მე ვარ მოსყიდული? ჩემი შვილია მოსყიდული? ჩემი შვილის გულის ამოძახილს ვასრულებ აქ!”

გიორგი მარგველაშვილი, მეოთხე პრეზიდენტი: “ეს პროტესტი გაღრმავდება ქვეყნის შიგნით, ეს პროტესტი გაღრმავდება ქვეყნის გარეთ და ეს არ იქნება მხოლოდ სავიზო სანქციები, ეს იქნება ფინანსური სანქციებიც”.

სიახლეები

“სისტემური რეპრესიების წელი” – სალომე ზურაბიშვილმა 2025 წელი შეაჯამა

სისტემური რეპრესიების წელი, - ასე შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გასული წელი. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო...

4-მილიონიან ქვეყანაში 64 უნივერსიტეტის არსებობა განათლების ხარისხს აუარესებს- კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერმა უმაღლესი განათლების სისტემას არასათანადოდ აფასებს და აცხადებს, რომ 4-მილიონიან ქვეყანაში 64...

წალენჯიხის იუვენტუსის მწვრთნელს მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და მიიმალა

წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ...

მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე, ეს პატიოსანი ხალხი გაუშვით – მურთაზ ზოდელავა

მე მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე - ამ სიტყვებით მიმართა ყოფილმა...