მთავარისიახლეებისაზოგადოებაოპოზიციური პარტიების მიმართვა საჯარო მოხელეებს

ოპოზიციური პარტიების მიმართვა საჯარო მოხელეებს

Published on

7 ოპოზიციური პარტია ერთობლივი განცხადებით ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მიერ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელ ან თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადებას.

პარტიები ამბობენ, რომ აშშ-ის ამგვარი მხარდაჭერა საქართველოს თავისუფალი მოქალაქეების უწყვეტი, პრინციპული, მშვიდობიანი პროტესტის დამსახურებაა.

პარტიები მიმართავენ ადამიანებს, რომლებიც “ჯერ კიდევ რჩებიან რუსული რეჟიმის სამსახურში” და ამბობენ, რომ თუ ისინი ჩამოშორდებიან რეჟიმს, ხელს შეუწყობენ მათი და მათი ოჯახის წევრების განრიდებას სანქციების მძიმე შედეგებისგან.

“ჩვენ, პროდასავლური, დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები ვაფასებთ ამერიკის შეერთებული შტატების ურყევ და ქმედით ძალისხმევას საქართველოს კონსტიტუციის, სუვერენიტეტისა და თავისუფლების, ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის დაცვის საქმეში.

აშშ-ს ამგვარი მხარდაჭერა საქართველოს თავისუფალი მოქალაქეების უწყვეტი, პრინციპული, მშვიდობიანი პროტესტის დამსახურებაა, რომელსაც ოლიგარქ ივანიშვილის მთავრობა ძალადობით პასუხობს.

გვინდა მივმართოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებიან რუსული რეჟიმის სამსახურში:

იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტთ, ჩამოშორდეთ რუსულ რეჟიმს და შეუერთდეთ ქართველ ხალხს ჩვენი სამშობლოს ევროკავშირისა და ნატოში გაწევრიანებისთვის ბრძოლაში, კიდევ გრჩებათ შანსი, დაიცვათ საკუთარი თავი და ოჯახები საერთაშორისო სანქციებისგან.
გადმოდით სიმართლის მხარეს. ამ შემთხვევაში მზად ვართ ვიმოქმედოთ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, რომ ხელი შევუწყოთ თქვენი და თქვენი ოჯახების განრიდებას სანქციების მძიმე შედეგებისგან.
საქართველო ეკუთვნის არა რუს ოლიგარქს, არამედ თითოეულ ჩვენგანს!

კი ევროპას, არა რუსულ რეჟიმს!”

ხელს აწერენ:

გირჩი მეტი თავისუფლება;
დროა;
ლელო საქართველოსთვის;
ნაციონალური მოძრაობა;
ახალი;
სტრატეგია აღმაშენებელი;
რესპუბლიკური პარტია.

სიახლეები

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულად დავით ვერავა დაინიშნა

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულად დავით ვერავა დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე ავრცელებს. ...

კახა კალაძე ნაძვის ხის ანთებას 14 დეკემბერს, გეგმავს

კახა კალაძე ნაძვის ხის ანთებას 14 დეკემბერს, 19:00 საათზე გეგმავს - ამის შესახებ მან...

ოლიგარქის პოლიციამ “რონდელის ფონდის” მკვლევარი, ვატო ბჟალავა დააკავა

ოლიგარქის პოლიციამ "რონდელის ფონდის" მკვლევარი, ვატო ბჟალავა დააკავა. "რამდენიმე წუთის წინ, აბაშიძეზე, გაიტაცეს ვატო ბჟალავა....

“უკვე 2 თვეზე მეტია ოქუაშვილის დირექტორი არ აწერს ხელს არცერთ აქტს… ეს არის მიზანმიმართული ქმედება და ზუსტად ესაა არხის დახურვა – საძაგლიშვილი “მთავარ არხზე”

"მთავარი არხის" იურისტი, დიტო საძაგლიშვილი ამბობს, რომ უკვე 2 თვეზე მეტია ზაზა ოქუაშვილის დირექტორი...