მთავარისიახლეებისაზოგადოება"ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატები ყოფილ კოლეგებს მიმართავენ

“ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატები ყოფილ კოლეგებს მიმართავენ

Published on

“ქართულ ოცნებას” მისი ყოფილი წევრები და დეპუტატები, თამარ ჩუგოშვილი და თამარ ხულორდავა მიმართავენ და მოუწოდებენ, არ დაძლიონ პრეზიდენტის ვეტო რუსულ კანონზე

“ვუახლოვდებით უკიდურესად სახიფათო ზღვარს.
ქართული ოცნების დეპუტატებს, განსაკუთრებით, ყოფილ კოლეგებს მინდა მოგმართოთ. ვეტოს დაძლევა გამოიწვევს ქვეყნის იზოლირებას დასავლური სამყაროსგან და ამასთან კატასტროფულ ეკონომიკურ შედეგებს დროთა განმავლობაში. არც ის მახარებს, რომ თქვენ და თქვენს ოჯახებს პერსონალურ ფინანსურ სანქციებს მოგიტანთ.
თქვენ ახლა გეუბნებიან, რომ არაფერი გემუქრებათ, რომ არანაირი სანქციები არ იქნება. ეს ტყუილია, მეგობრებო, ისეთივე ტყუილია, როგორი ტყუილიც იყო “მაჟორიტარების აჯანყება” 2019 წელს.
ახლა ქვეყნის ბედიც და თქვენი პირადი მომავალიც მხოლოდ თქვენს ხელთაა. სადეპუტატო მანდატი და უფლება, გადაწყვიტო, ხელს მწვანე ღილაკს დააჭერ თუ წითელს, დიდი ძალაა. დაიჯერეთ ეს და ნუ დატოვებთ ქვეყანას რუსეთისა და ირანის ამარა” | წერს “ოცნების” ყოფილი დეპუტატი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში.

“წარმოუდგენელი რამ ხდება ჩვენს თავს. უკვე სრულიად ცხადია რომ ევროკავშირი და ლურჯი დროშები მხოლოდ ფასადია ხელისუფლებისთვის. ეს მეთოდები, ეს დაპირისპირების თესვა და ბოღმის ნთხევა შეუსაბამოა ყველაფერ იმასთან რაც გვინდა ჩვენი შვილებისთვის და რაც გვევალება კონსტიტუციით.
ვალდებულად ვთვლი თავს ისევ ვუთხრა, ვთხოვო, მოვთხოვო, შევეხვეწო ქართული ოცნების დეპუტატებს, გადაირჩინონ თავიც და ქვეყანაც იხსნან ამ სირცხვილისგან და საერთაშორისო იზოლაციისგან! საქართველო აუცილებლად გააღწევს სამშვიდობოს, მაგრამ თქვენ უკანასკნელად გაქვთ შანსი ამ საქმეში სწორ მხარეს დადგეთ!” | წერს “ოცნების” ყოფილი დეპუტატი, თამარ ხულორდავა

სიახლეები

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...