მთავარისიახლეებითსუ-ს სტუდენტების ნაწილი კობახიძისთვის ლექტორის სტატუსის შეწყვეტას ითხოვს - ახალგაზრდებს შენობაში პროტესტის...

თსუ-ს სტუდენტების ნაწილი კობახიძისთვის ლექტორის სტატუსის შეწყვეტას ითხოვს – ახალგაზრდებს შენობაში პროტესტის გამოხატვის საშუალება არ მისცეს

Published on

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები რექტორს მოუწოდებენ ირაკლი კობახიძეს ლექციების უფლება ჩამოერთვას. ახალგაზრდებმა უმაღლეს სასწავლებელთან აქცია გამარტეს. მათი თქმით, არ სურთ რუსული კანონის მომხრე ლექტორი.

ახალგაზრდებმა მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვა შენობის შიგნითაც სცადეს, თუმცა უნივერსიტეტის თანამშრომლებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

ცნობისთვის, დღეს 18 საათზე უცვლელი მოთხოვნით ახალგაზრდების მარში იგეგმება სხვადასხვა ადგილიდან. 10- მდე სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები წერეთელზე და სამედიცინო უნივერსიტეტთან შეიკრიბებიან და მსვლელობას გამართავენ.

“ბოლო ზარი აქციაზე” – ამ სახელწოდებით კი, მე-12-ე კლასელები განათლების სამინისტროსთან მივლენ, შემდეგ კი, მსვლელობით პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებენ.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...