მთავარისიახლეებისტუდენტები თბილისში, დღეს, აქცია-მსვლელობას აანონსებენ

სტუდენტები თბილისში, დღეს, აქცია-მსვლელობას აანონსებენ

Published on

სტუდენტური პროტესტის კვირეულის ფარგლებში, პირველი მსვლელობა დღეს, 20 მაისს, 18:00 საათზე გაიმართება. ცნობილია შეკრების ადგილი, რომელიც აქამდე მოხსენიებული იყო როგორც “პრივატ დრაივის 7”. სტუდენტები სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოსა და წერეთლის მეტრო-სადგურზე (9 3/4) შეიკრიბებიან.

“ფინალური ლოკაცია ცნობილი გახდება მსვლელობისას, თუმცა მინიშნებად გიტოვებთ შვიდს (7). Piertotum Locomotor! საქართველო საფრთხეშია, სტუდენტებო, აღვასრულოთ ჩვენი ვალი ჩვენი ქვეყნის წინაშე”, – წერია ორგანიზატორთა მიერ გამოქვეყნებულ ანონსში.

მსვლელობების ორგანიზატორები არიან: თსუ-ს სტუდენტები, სტუდენტები ევროპული მომავლისთვის, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა, ჯიპას სტუდენტური მოძრაობა, BTU აქტივობები და აქტივისტი მედიკოსები დაშავებული აქტივისტებისთვის.

ცნობისთვის, სტუდენტური პროტესტის კვირეული 20-დან 26 მაისის ჩათვლითაა გამოცხადებული. ჯერჯერობით მომდევნო დღეების შეკრების ადგილები უცნობია, თუმცა ცნობილია შეკრების დრო და პირობითი მისამართები:

21 მაისი, 18:00 საათი: გოდრიკის ხევი
22 მააისი: ჰოგსმიდი
23 მაისი, 18:00 საათი: საიდუმლო ოთახი
24 მაისი, 18:00 საათი: აზკაბანის ციხე-სიმაგრე
25 მაისი: ჰედვიგი
26 მაისი, 18:00 საათი: ჰოგვორტსი
ყოველი პროტესტის წინა დღეს გავასაჯაროებთ რეალურ ლოკაციებს. გპირდებით მასშტაბურ და თვისობრივად ახალ პროტესტს, დამატებით დეტალებს შეგნებულად არ ვასაჯაროებთ, – ვკითხულობთ განცხადებაში.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...