მთავარისიახლეებისაზოგადოებაRakuten Viber-მა, Service Organization Control (SOC) 2 Type II სერტიფიკატი მოიპოვა

Rakuten Viber-მა, Service Organization Control (SOC) 2 Type II სერტიფიკატი მოიპოვა

Published on

Rakuten Viber-მა, კიბერუსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტის დამადასტურებელი სერტიფიკატი მოიპოვა

ეს სერტიფიკატი გადაეცემათ ორგანიზაციებს, რომლებიც წარმოაჩენენ კიბერუსაფრთხოების საუკეთესო პრაქტიკას. აუდიტის დასკვნა ადასტურებს, რომ კომპანია უზრუნველყოფს მომხმარებლების მაქსიმალურ უსაფრთხოებასა და კონფიდენციალურობას.

Rakuten Viber-მა, მსოფლიოში ერთ-ერთმა წამყვანმა საკომუნიკაციო პლატფორმამ, რომელიც ორიენტირებულია უსაფრთხო და დაცულ კომუნიკაციაზე, წარმატებით გაიარა კიბერუსაფრთხოების შესაბამისობის სტანდარტი და Service Organization Control (SOC) 2 Type II სერტიფიკატი მოიპოვა. SOC 2 არის აუდიტის სტანდარტი, რომელიც შემუშავებულია ამერიკის სერტიფიცირებული საჯარო ანგარიშების ინსტიტუტის (American Institute of Certified Public Accounts (AICPA)) მიერ. აუდიტის ჩარჩო შექმნილია მომხმარებელთა მონაცემების უსაფრთხოების, ხელმისაწვდომობისა და კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად.

მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი პროფესიული სერვისების ქსელის, Ernst & Young-ის მიერ ჩატარებული აუდიტი ადასტურებს, რომ Rakuten Viber-ის საინფორმაციო უსაფრთხოების პრაქტიკა, პოლიტიკა, პროცედურები და ოპერაციები სრულად აკმაყოფილებს SOC 2 სტანდარტებს.

ლაიად შელი, Rakuten Viber-ის VP ინჟინერი და CISO: „SOC 2 Type 2 არის მნიშვნელოვანი ეტაპი Rakuten Viber-ისთვის, რადგან ის ადასტურებს ჩვენს ურყევ ვალდებულებას, უზრუნველვყოთ ჩვენი მომხმარებლების უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა. ეს სერტიფიკატი არის ჩვენი პროაქტიული მიდგომების აღიარება, როგორც საინფორმაციო უსაფრთხოების, ასევე მონაცემთა დაცვის მიმართულებით. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენთვის მინდობილი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვას და მისთვის პრიორიტეტის მინიჭებას, რათა უზრუნველვყოთ უსაფრთხო და საიმედო პლატფორმა ჩვენი გლობალური საზოგადოებისთვის.”

გარდა SOC 2 სერტიფიკატისა, Rakuten Viber გეგმავს დაამატოს დაცვის რამდენიმე საფეხური, გაზარდოს მონიტორინგი და შესაბამისად, კიდევ უფრო გააუმჯობესოს პლატფორმა. 2016 წელს, Viber გახდა ერთ-ერთი პირველი მსხვილი შეტყობინებების აპლიკაცია, რომელმაც დანერგა ბოლოდან ბოლომდე დაშიფვრა ყველა სერვისისთვის – პირადი და ჯგუფური ჩატებისა თუ ვიდეო ზარებისთვის.

Rakuten Viber-ის შესახებ

Rakuten Viber აკავშირებს ადამიანებს. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არიან ან საიდან არიან ისინი. გლობალურ მომხმარებელთა ბაზას აქვს წვდომა უამრავ ფუნქციაზე, როგორიცაა ჩატი, ვიდეო ზარები, ჯგუფური შეტყობინებები და განახლებები, დისკუსიები მათ საყვარელ ბრენდებთან და ცნობილ ადამიანებთან. Viber მომხმარებლებს ემოციების გაზიარებისთვის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოს უზრუნველყოფს.

Rakuten Viber არის ელექტრონული კომერციისა და ფინანსური სერვისების მსოფლიო ლიდერის-Rakuten Group, Inc.-ის ნაწილი.

 

 

სიახლეები

ოკუპანტებმა ქვემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს 2 მოქალაქე გაიტაცეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი...

“ოცნებამ” ივანიშვილის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ელჩები არ დაპატიჟა

შალვა პაპუაშვილი ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაზე ელჩები დაპატიჟებულები...

ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში – ნაცემია სამი ადამიანი

ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში - ნაცემია სამი ადამიანი. ერთ-ერთ მათგანს კბილები აქვს ჩამტვრეული, მეორეს დაზიანება...

“ვგმობ მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ფორმით დარბევას” – ადიგენის საკრებულოს აპარატის უფროსი

მორიგი საპროტესტო განცხადება საჯარო სექტორიდან. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი მიხეილ ბუცხრიკიძე 28 ნოემბერს...