მთავარისიახლეებიირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ - Reuters

ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ – Reuters

Published on

Reuters ირანის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ. მათთან ერთად დაიღუპა ბორტზე მყოფი ყველა პირი.

“პრეზიდენტი რაისი, საგარეო საქმეთა მინისტრი და შვეულმფრენის ყველა მგზავრი კატასტროფის შედეგად დაიღუპნენ”, – განაცხადა Reuters-სთან ირანელმა მაღალჩინოსანმა ანონიმურად.

მოგვიანებით კი რაისის დაღუპვა დაადასტურა ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა მოჰსენ მანსურმა.

შეგახსენებთ, რომ ვერტმფრენი, რომელსაც ირანის პრეზიდენტი და საჰარეო საქმეთა მინისტრი გადაჰყვდა, გუშინ, 19 მაისს, ჩამოვარდა. მისი ნამსხვრევები დღეს დილით იპოვეს.

რაისი აზერბაიჯანიდან ირანში ბრუნდებოდა, როცა მის ვერტმფრენს ქალაქ ჯოლფაში პრობლემა შეექმნა. ინციდენტი აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე ქალაქ ჯოლფას მახლობლად, თეირანის ჩრდილო-დასავლეთით 600 კილომეტრში მოხდა. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის თქმით, ქვეყნის პრეზიდენტი აზერბაიჯანში, ილჰამ ალიევთან ერთად, კაშხლის გახსნას დაესწრო.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...