მთავარისიახლეებიპოლიტიკაანტიდემოკრატიული გეზის შეცვლის სანაცვლოდ აშშ "ოცნებას" სავიზო და სავაჭრო ლიბერალიზაციას სთავაზობს

ანტიდემოკრატიული გეზის შეცვლის სანაცვლოდ აშშ “ოცნებას” სავიზო და სავაჭრო ლიბერალიზაციას სთავაზობს

Published on

აშშ განიხილავს აქტს “Megobari”, რომელიც სამხრეთ კაროლინის რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერაა კონგრესში წარდგენილი. 

კანონპროექტი პირდაპირ უკავშირდება ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის მიღებას, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის შეცვლას და ადამიანის უფლებების სრულ უგულებელყოფას.

პროექტში პირდაპირ წერია, რომ ვეტოს დაძლევის და რუსული კანონის საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში სანქციები გარდაუვალია.

მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის ხელისუფლება გაითვალისწინებს ქართველი ხალხის ნებას, უარს იტყვის კანონზე და გააძლიერებს პროდასავლურ განვითარებას, შეერთებული შტატები პოლიტიკური და ეკონომიკური დაახლოებისთვის რადიკალურ ნაბიჯებს გადადგამს.

ვაშინგტონი დაიწყებს მოლაპარაკებებს სამხრეთ კავკასიის ქვეყანასთან „მყარი შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმის“ გასახსნელად, თუ საქართველოს მიერ ძირითადი პოლიტიკური კრიტერიუმები იქნება უზრუნველყოფილი.

ამერიკულ ბაზრებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასთან ერთად, კანონპროექტი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას ითვალისწინებს.

ის ასევე ავალდებულებს ოფიციალურ პირებს, შეიმუშაონ საქართველოსთვის სამხედრო მხარდაჭერის პაკეტი, რომელიც მოიცავს „უსაფრთხოებისა და თავდაცვითი აღჭურვილობის უზრუნველყოფას, რომელიც იდეალურად იქნება შესაბამისობაში რუსეთის აგრესიისგან თავდასაცავად, ასევე წვრთნების, ტექნიკური უზრუნველყოფისა და ოპერაციების მხარდასაჭერად“.

თუმცა, პროგრამა გააქტიურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშშ დაადასტურებს, რომ „საქართველომ აჩვენა მნიშვნელოვანი და მდგრადი პროგრესი თავისი დემოკრატიის აღორძინების მიმართულებით, რაც დადასტურდება მინიმუმ არსებითად სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებით და დაბალანსებული წინასაარჩევნო გარემოთი“, – წერს გამოცემა “პოლიტიკო”.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...