მთავარისიახლეებისაზოგადოებამეც ვიყავი ერთ-ერთი, ვისაც ფიზიკურად გაუსწორდნენ... არ გვეშინია - ლუკა შველიძე

მეც ვიყავი ერთ-ერთი, ვისაც ფიზიკურად გაუსწორდნენ… არ გვეშინია – ლუკა შველიძე

Published on

„ამ რამდენიმე დღის განმავლობაში, მიმდინარეობდა ჩვენს მეგობრებზე და თანამებრძოლებზე ზეწოლა, მეც ვიყავი ერთ-ერთი, ვისაც ფიზიკურად გაუსწორდნენ და ცდილობენ ამით შეგვაშინონ, მაგრამ ყველას მინდა ვუთხრა, რომ არ გვეშინია, ყველა ერთად, მედგრად ვდგავართ და ბოლომდე მოვითხოვთ იმას, რასაც ვითხოვდით.“- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა, ლუკა შველიძემ განაცხადა.

შველიძის თქმით, ყველა დამნაშავეს მოუწევთ თავიანთ დანაშაულებზე პასუხის გება.

„ამ რამდენიმე დღის განმავლობაში, მიმდინარეობდა ჩვენს მეგობრებზე და თანამებრძოლებზე ზეწოლა, ურეკავდნენ ტელეფონზე, მათ შორის ფიზიკურად უსწორდებოდნენ, მეც ვიყავი ერთ-ერთი, ვისაც ფიზიკურად გაუსწორდნენ და ცდილობენ ამით შეგვაშინონ, მაგრამ ყველას მინდა ვუთხრა, რომ არ გვეშინია, ყველა ერთად, მედგრად ვდგავართ და ბოლომდე მოვითხოვთ იმას, რასაც ვითხოვდით. მინდა მივმართო იმათ, ვინც ზონდერ ჯგუფებს ხელმძღვანელობს და შემსრულებელი ზონდერებიც აუცილებლად აგებენ პასუხს სამართლიანი სასამართლოს წინაშე და მოუწევთ თავიანთ დანაშაულებზე პასუხის გება. გუშინ სახლთან დამხვდა ოთხი ადამიანი და თავს დამესხნენ, უბრალოდ მე მოვახერხე თავის დაცვა, წიწაკის სპრეი გამოვიყენე, რის შემდეგაც გაიქცნენ და მიიმალნენ ტერიტორიიდან.“ – განაცხადა ლუკა შველიძემ

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....