მთავარისიახლეებისაზოგადოება4 ივნისს, ჰელსინკის კომისიის ფარგლებში, კონგრესში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართება

4 ივნისს, ჰელსინკის კომისიის ფარგლებში, კონგრესში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართება

Published on

აშშ-ის ჰელსინკის კომისია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ 4 ივნისს, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ აშშ-ის კონგრესში მოსმენა გაიმართება.

ჰელსინკის კომისიის შეფასებით, რუსული კანონის მიღება მმართველი პარტიის აშკარა ანტიდასავლურ ნაბიჯს ასახავს. კომისიის თქმითვე, “ქართული ოცნების” ხელისუფლება მოსახლეობას, მათი ნების საწინააღმდეგოდ, მოსკოვისკენ მიათრევს და მზადაა დიდი ზიანი მიაყენოს ქვეყანას.

“რუსული სტილის “უცხოური აგენტების შესახებ” კანონის მიღება ასახავს “ქართული ოცნების” მთავრობის აშკარა ანტიდასავლურ ნაბიჯს და მის რუსეთთან, ისევე როგორც სხვა ავტორიტარულ ძალებთან, როგორიც ჩინეთია, დაახლოებას. 3 ათწლეულის განმავლობაში არსებული პროდასავლური, დემოკრატიული და ევროატლანტიკური სტრატეგიული პროგრამის შემდეგ, ამ და კრემლის მიერ შთაგონებული სხვა კანონების მიღებით საქართველოს მთავრობა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური არჩევანის მიმართ ნდობას აშკარად და უხეშად არღვევს. “ქართული ოცნების” მთავრობის ამ სტრატეგიულმა ვექტორის ცვლილებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე კვირის განმავლობაში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია და იგი ქვეყანაში უკვე არსებულ მყიფე პოლიტიკურ და სოციალურ მდგომარეობას არყევს. ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა უკვე ნათლად განაცხადეს, რომ ასეთი კანონმდებლობის ამოქმედება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებს ეწინააღმდეგება. ევროპარლამენტმა მიანიშნა, რომ გარკვეული პრივილეგიები, რომლითაც საქართველო სარგებლობს ევროკავშირთან, მათ შორის ვიზალიბერალიზაცია, შესაძლოა რისკის ქვეშ დადგეს. შეერთებულ შტატებში კი კონგრესმა და სახელმწიფო დეპარტამენტმა პირობა დადეს, რომ დაიცავენ და მხარს დაუჭერენ ქართველი ხალხის უაღრეს და დიდი ხნის დემოკრატიულ და ევროატლანტიკურ არჩევანს. მათ შორის, პოტენციურად ინდივიდუალური სავიზო აკრძალვის, ფინანსური სანქციების, დახმარების პაკეტების გადახედვისა და სხვა ზომების მეშვეობით. ყველაფრის მიუხედავად, “ქართული ოცნების” ხელისუფლება მათი ნების საწინააღმდეგოდ მიათრევს პრო-დემოკრატიულ და პროდასავლურ მოსახლეობას მოსკოვისკენ და მზადაა დიდი ზიანი მიაყენოს ქვეყანას,” – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ჰელსინკის კომისიის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის მხარდაჭერის ფარგლებში, მოსმენაში მონაწილეობას “ღია საზოგადოების ფონდის” ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი, ივანე ჩხიკვაძე, ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი და “ჩეთემ ჰაუსის” უფროსი მკვლევარი ნატალი საბანაძე და საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი და “რენდის კორპორაციის” უფროსი მკვლევარი, უილიამ კორტნი მიიღებენ. ისინი საქართველოში განვითარებული მოვლენების, საქართველოს დემოკრატიისა და სუვერენიტეტზე მისი გავლენისა და აშშ-ის შესაძლო პოლიტიკური პასუხების შესახებ იმსჯელებენ.

სიახლეები

“ზურაბ ადეიშვილი დაინიშნა უკრაინის ინტერპოლის ხელმძღვანელად” – სააკაშვილი

"ზურაბ ადეიშვილი დაინიშნა უკრაინის ინტერპოლის ხელმძღვანელად. მანამდე ის გენპროკურატურის იმ ჯგუფს ხელმძღვანელობდა, რომელიც აგროვებდა და...

ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენ მხარს ვუჭერთ ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტას

ჩვენ მხარს ვუჭერთ ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურეში ცეცხლის შეწყვეტას, რაც დიპლომატიური ძალისხმევის საფუძველს...

წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საერთაშორისო დონეზე ინტერპოლის...

პლასტმასის ბოთლებში სასმლის აკრძალვის რეგულაცია 4 წლით გადავადდება – კობახიძე

ნახვა tbl.ge/7h4x დაკოპირდა ივანიშვილის წარმომადგენლის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიზნესსექტორთან კონსულტაციების შემდეგ, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პლატმასის ბოთლებში სასმლის...