მთავარისიახლეებიშრი-ლანკა რუსეთში დელეგაციას გაგზავნის, რათა უკრაინის ომში მონაწილე ასობით მოქალაქეს უკან დაბრუნებაში...

შრი-ლანკა რუსეთში დელეგაციას გაგზავნის, რათა უკრაინის ომში მონაწილე ასობით მოქალაქეს უკან დაბრუნებაში დაეხმაროს

Published on

შრი-ლანკა რუსეთში მაღალი დონის დელეგაციას გაგზავნის, რათა გაარკვიოს ასობით მისი მოქალაქის ბედი, რომელიც რუსეთის ომში მონაწილეობს უკრაინის წინააღმდეგ. ინფორმაციას Reuters შრი-ლანკის საგარეო საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

შრი-ლანკის მცხოვრებლებს, WhatsApp-ის საშუალებით სთავაზობდნენ ხელსაყრელ ხელფასს და მოქალაქეობას, ძირითადი სამიზნე ყოფილი სამხედროები იყვნენ, თავდაცვის სამინისტრომ გააფრთხილა მოსახლეობა, არ მოტყუებულიყვნენ. მაისის დასაწყისში შრი-ლანკის ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო.

“პირველადი გამოწვევა მდგომარეობს რუსეთში მყოფი ინდივიდების ზუსტი რაოდენობის დადგენაში. არაოფიციალური წყაროების მიხედვით, დაახლოებით 600-800 შრი-ლანკელი ადამიანი იმყოფება რუსეთში”, – განუცხადა მინისტრმა ჟურნალისტებს.

შრი-ლანკის ხელისუფლებამ მიიღო 288 საჩივარი იმ მოქალაქეების ოჯახის წევრებისგან, რომლებიც უკანონოდ წავიდნენ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად და დააკავეს შვიდი ადამიანი, მათ შორის გადამდგარი გენერალი, რომელიც ჩართული იყო ადამიანებით ვაჭრობაში, განაცხადა შრი-ლანკის თავდაცვის სამინისტრომ.

სამინისტროს ცნობით, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დროს 16 გადამდგარი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...