მთავარისიახლეებისაზოგადოებაგაიწვიეთ კანონი, სანამ ის უფრო ღრმა განხეთქილებას გამოი წვევს ქვეყანაში - ევროპარლამენტარები

გაიწვიეთ კანონი, სანამ ის უფრო ღრმა განხეთქილებას გამოი წვევს ქვეყანაში – ევროპარლამენტარები

Published on

ევროპარლამენტში მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, უკან გაიწვიოს რუსული კანონი იქამდე, სანამ ის უფრო ღრმა განხეთქილებას გამოიწვევს ქვეყნის შიგნით და კიდევ უფრო მეტად შეუქმნის საფრთხეს საქართველოს საერთაშორისო მდგომარეობასა და ევროპულ მომავალს.

ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის დევიდ მაკკალისტერის, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელის მარინა კალიურანდის და საქართველოს საკითხზე მომხსენებლის სვენ მიქსერის განცხადებაში ვკითხულობთ.

განცხადება სრულად:

“ჩვენ ვწუხვართ საქართველოს პარლამენტის მიერ “უცხოური აგენტების კანონის” მიღების გამო. იმედგაცრუებულები ვართ, რომ მმართველმა პარტიამ უგულებელყო ადამიანის უფლებათა დაცვის დამკვირვებლებისა და საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის ევროკავშირისა და აშშ-ის შეშფოთება. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს კანონი მანამ, სანამ ის უფრო ღრმა განხეთქილებას გამოიწვევს საქართველოს შიგნით და კიდევ უფრო მეტად შეუქმნის საფრთხეს ქვეყნის საერთაშორისო მდგომარეობას და მის ევროპულ მომავალს.

ჩვენ ვიმეორებთ სრულ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც იცავს დემოკრატიულ ღირებულებებს და დემონსტრაციებს მართავს თავისი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლისთვის. მთავრობამ თბილისში დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს დეესკალაცია, თავი შეიკავოს ძალის შემდგომი გამოყენებისგან მშვიდობიანი მომიტინგეების, ოპოზიციური პოლიტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობა ან მუდმივი დაშინება არის მშვიდობიანი პროტესტის უფლების დარღვევა და შესაბამისად, ეს მიუღებელია.

სამოქალაქო საზოგადოების და მედიის თავისუფლებისთვის მეგობრული გარემოს შექმნა ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველია და ევროკავშირში გაწევრიანების გადამწყვეტი მოთხოვნაა. ჩვენ მოვუწოდებთ საბჭოს და ევროკომისიას, გადახედონ ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებს, მათ შორის, ქვეყნისთვის ჩვენ პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას. ჩვენ მოვუწოდებთ კომისიას, დაუყოვნებლივ ზეპირი შეფასება მისცეს, თუ როგორ იმოქმედებს “უცხოური აგენტების კანონი” საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...