მთავარისიახლეებიდღეს დგას საქართველოს გადარჩენის საკითხი, უახლოესი მომავალია მობილიზაცია არჩევნებისთვის, სადაც ყველანი ერთად...

დღეს დგას საქართველოს გადარჩენის საკითხი, უახლოესი მომავალია მობილიზაცია არჩევნებისთვის, სადაც ყველანი ერთად უთუოდ გავიმარჯვებთ – ზურაბიშვილი

Published on

“მე ძალიან გარკვევით ჩვენს მეგობარ ქვეყნების წარმომადგენლებს ავუხსენი, რომ არავითარ შემთხვევაში მე, ჩემი ვეტოს დადებით, არ შევიდოდი რაღაც ყალბ, ხელოვნურ, მატყუარ მოლაპარაკებებში. არა და არასოდეს. მე არ ვუღალატებ იმ სულისკვეთებას, რომელიც არის დღეს ამ ქვეყანაში და რომელსაც სჭირდება რომ გზა გაეხსნას. მე ვიქნები ამ გზის გამხსნელი და არა გზიდან გადასვლის ერთ-ერთი ფორმა. ეს გზავნილი იქნება მიტანილი ჩვენი მეგობრებისგან ყველგან სადაც საჭიროა, რომ არავინ არ იფიქროს, რომ შეიძლება გამოიყენო საქართველოს პრეზიდენტი იმისთვის, რომ ამ ხელისუფლებას რაღაც სახე გადავურჩინო.

დღეს ეს საკითხი არ დგას, დგას საქართველოს გადარჩენის საკითხი, ამისთვის მე ასევე გავაცანი ჩვენს მეგობრებს ჩვენი სამომავლო გეგმები, როგორი უნდა იყოს ის ევროპული პლატფორმა, რომელზეც ვმუშაობ რამდენიმე კვირაა და რომელიც ჩამოყალიბებულია და რომელსაც ოფიციალურად წარვუდგენ ჩვენს მოსახლეობას. მაგრამ ყველამ იცის, რომ ეს არის ის გადაწყვეტილებების ერთობლიობა, რომელიც საქართველოს მიიყვანს არჩევნებამდე ერთობით და მობილიზებულად და რომელიც ამ არჩევნებით დააბრუნებს თავის გზაზე საქართველოს.

ჩვენი უახლოესი მომავალი არის მობილიზაცია არჩევნებისთვის, მშვიდობიანი გზისთვის, სადაც ჩვენ ყველანი ერთად უთუოდ გავიმარჯვებთ იმისთვის, რომ გავიყვანოთ საქართველო სამშვიდობოზე და ევროპულ გზაზე”.

თქვა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...