თქვენი ინტელექტი და IQ არის დიტო სამხარაძე, რომელიც რეკავს და ახალგაზრდებს აგინებს -დეკანოიძე “ოცნებას”

0
84

“მე გეტყვით როგორია თქვენი IQ, ინტელექტუალური სახე, მას ჰქვია დიტო სამხარაძე, მას ჰქვია ადამიანი, რომელიც რეკავს ოჯახებში, რომელიც რეკავს ახალგაზრდებთან, აგინებს ახალგაზრდებს, თქვენი კოლექტიური სახეა ის ადამიანები, ვინც ჩემ 16 წლის ძმისშვილთან რეკავს საგინებლად, თქვენი კოლექტიური სახე არის ის ადამიანები, ვინც ბუჩქებში ჩასაფრებული ელოდება ოპოზიციონერებს, ასევე, ახალგაზრდებს, აქტივისტებს, დიტო სამხარაძის ორგანიზებული ზონდერ ბრიგადები, კალაძის ორგანიზებული ზონდერ ბრიგადები და შემდეგ ბიტების სცემენ. თქვენი კოლექტიური სახე არის ის, რომ მაგალითად მთელი ქალაქი სადაც ბავშვები თამაშობენ, ტურისტები დადიან, გადააჭრელეთ საშინელი, ამაზრზენი წარწერებით, მთელი ქალაქი გადააჭრელეთ, ეს არის თქვენი ინტელექტი და IQ ახალგაზრდებს რომ ურეკავს დიტო სამხარაძე”.

თქვა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ

წინა სტატიასახალხო დამცველი რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაიმედგაცრუებული ვარ იმით, რაც საქართველოში ხდება – მიშელი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური