მთავარისიახლეებისაზოგადოებავერ ვხედავ შანსს, რომ საქართველოსთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გაიხსნას - როთი

ვერ ვხედავ შანსს, რომ საქართველოსთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გაიხსნას – როთი

Published on

გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი, რომელიც თბილისში იმყოფება კიდევ ერთხელ მოუწოდებს მთავრობას, შეაჩეროს რუსული კანონის. ის მხარდაჭერას უცხადებს მშვიდობიან დემონსტრანტებს და იმეორებს, რომ თბილისა ევროპის ნამდვილი დედაქალაქი.

როთი ამბობს, რომ ვერ ხედავს შანსს, ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გაიხსნას თუ რუსულ კანონს პარლამენტი მიიღებს.

ცნობისთვის, თბილისში იმყოფებიან ევროპელი პარტნიორები – გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელი, დეპუტატები ლიეტუვის, ჩეხეთის, ფინეთისა და პოლონეთის პარლამენტებიდან. ისინი ცოტა ხნის წინ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შეხვდნენ.

“ჩემთვის დიდი პატივია ამ დელეგაციაში ყოფნა. ჩვენ ვართ საქართველოს და ქართველი ხალხის მეგობრები და დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპის გულში. ამიტომ, ჩვენ გულმოდგინედ ვმუშაობთ იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეაჩეროს ეს უცხოელი აგენტების კანონი. მე ვერ ვხედავ საქართველოს ნათელი მომავლის შანსს, თუ მთავრობა არ იტყვის უარს ამ კანონის მიღებაზე. მე მივესალმები ხალხს, რომელიც მშვიდობიან საპროტესტო აქციას ატარებს. ამ გამოწვევებით სავსე დროს თბილისი არის ევროპის ჭეშმარიტი დედაქალაქი და მე იმედი მაქვს, რომ მოგვეცემა საშუალება, ვესაუბროთ პარლამენტის, მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას.

მე ვერ ვხედავ იმის შანსს, რომ საქართველოსთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გაიხსნას, თუ ეს კანონი იქნა მიღებული და გზავნილი ევროკავშირისგან არის ძალიან მკაფიო”, – ამბობს როთი.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....