მთავარისიახლეებისაზოგადოებარუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას შშმ პირები მსვლელობით შეუერთდებიან

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას შშმ პირები მსვლელობით შეუერთდებიან

Published on

“შშმ პირები ევროპისთვის” – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები აცხადებენ, რომ დღეს, 18:30 საათზე, რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბებიან და მსვლელობით შეუერთდებიან რუსული კანონის საწინააღმდეგო მთავარ აქციას, რომელიც პარლამენტთან იმართება.

“დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენით მიიღო „უცხოური ძალის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი, რაც იმას ნიშნავს, რომ პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცებენ აღნიშნულს. ჩვენი არაერთი მცდელობისა და უფლების მიუხედავად, შშმ პირები არ დაგვიშვეს საკომიტეტო სხდომებზე, ამიტომ ჩვენ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, რომ ხსენებული კანონმდებლობა დააზიანებს ქვეყნის ევროპულ მომავალს, უფრო მეტად შეზღუდავს შშმ პირთათვის გარემოს, მოგვიწევს უარი ვთქვათ ყველა იმ სიკეთეზე, რომელსაც გვთავაზობენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები. აღსანიშნავია, რომ აქამდე შშმ პირთათვის რაც გაკეთდა, ყოველივე უცხოელი დონორების ძალისხმევით,” – ნათქვამია განცხადებაში.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...