მთავარისიახლეებისაზოგადოება"ვაფუძნებთ პირველი მერცხალის მოძრაობას" - თბილისის "დინამოს" გულშემატკივართა გაერთიანება

“ვაფუძნებთ პირველი მერცხალის მოძრაობას” – თბილისის “დინამოს” გულშემატკივართა გაერთიანება

Published on

საფეხბურთო კლუბ თბილისის “დინამოს” გულშემატკივართა გაერთიანება წერს, რომ აფუძნებენ “პირველი მერცხალის” მოძრაობას.

გაერთიანება წერს, რომ აპროტესტებენ რუსულ კანონს და საქართველოს, ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანისა და კონსტიტუციის დასაცავად, გადავწყვიტეს, იმოქმედონ ერთობლივი ძალებით.

ჩვენთვის დინამო იყო, არის და იქნება ეროვნული სულისკვეთების სიმბოლო.

რუსული კანონის ინიცირების დღიდან გვქონდა მკაფიო პოზიცია და დაუგეგმავად ვიდექით დედაქალაქის მთავარ გამზირზე.

ერთი წლის შემდეგ, საპოლიციო რეჟიმის დინამიკა გვკარნახობს, რომ დათითოკაცებული აქტივობა უკვე საფრთხისშემცველია და დროა, გავერთიანდეთ.

მმართველი პარტიის მიერ უკანასკნელი კვირების განმავლობაში მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ქვეყანა მიიყვანა სახიფათო გზაჯვარედინამდე. სწორედ ამიტომ აუცილებელია გამოვიჩინოთ მაღალი სამოქალაქო თვითშეგნება და ყველანი განურჩევლად დავგდეთ ერთ მხარეს.

საქართველოს, ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანის და კონსტიტუციის დასაცავად, გადავწყვიტეთ, ვიმოქმედოთ ერთობლივი ძალებით.

ვაფუძნებთ პირველი მერცხალის მოძრაობას. ვიდგებით იქ, სადაც დასჭირდება ქართველ ხალხს – ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება დემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირება, ჰუმანიტარული აქტივობები და კოორდინაციისა და ორგანიზებულობის ზრდა.

ყველა დინამოელს, ყველა ფანს, ყველა მოქალაქეს – შემოგვიერთდით!”

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...