მთავარისიახლეებისაზოგადოებახვალ ბათუმში მშობლების აქცია გაიმართება

ხვალ ბათუმში მშობლების აქცია გაიმართება

Published on

ხვალ ბათუმში, 18:00 საათზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება. აქციას არასამთავრობო ორგანიზაცია საორსა აანონსებს და მშობლებს ნურის ტბასთან შეკრებას მოუწოდებს.

“11 მაისს, 18:00 საათზე ერთობით ვერთიანდებით, რათა ერთად ვუთხრათ არა – რუსულ კანონს. ბათუმის ცენტრალურ პარკში, ნურის ტბის ირგვლივ ერთად შევკრათ ცოცხალი ჯაჭვი, ერთად გავაზიაროთ ევროპული მომავლის შესაძლებლობები.

გელოდებით – დროა ჩვენი გაერთიანების: ჩვენი შვილების უსაფრთხოებისთვის, ჩვენი შვილების კეთილდღეობისთვის, მათი განათლებისთვის, დასაქმებისთვის, ჯანმრთელობისთვის და მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის.

გელით ყველას ნურიგელის ტბასთან, 18:00 საათზე. თითოეული თქვენგანის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება ერთობა და ერთმანეთის მხარდაჭერა”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ცნობილია, რომ ხვალ, 19:00 საათზე, თბილისში ევროპის მარში გაიმართება. ორგანიზატორების თქმით, მოქალაქეები შეკრებას 3 ლოკაციიდან დაიწყებენ: რესპუბლიკის მოედნიდან, მარჯანიშვილის მოედნიდან, მეტრო 300 არაგველიდან. მარშის ორგანიზატორები არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციები არიან.

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...