მთავარისიახლეებისაზოგადოება"ივანიშვილის მიერ, 29 აპრილს დაანონსებული რეპრესიები ამოქმედდა" - სამოქალაქო სექტორი

“ივანიშვილის მიერ, 29 აპრილს დაანონსებული რეპრესიები ამოქმედდა” – სამოქალაქო სექტორი

Published on

ივანიშვილის მიერ, 29 აპრილს დაანონსებული რეპრესიები ამოქმედდა – ასე ეხმაურება სამოქალაქო სექტორი თბილისში, გასულ ღამეს მომხდარ თავდასხმებს. მესამე სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს არის ოპონენტებთან ბრძოლა რუსული უშიშროების სამსახურის მეთოდებით.

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ სამართლებრივ დახმარებას გაუწევენ ყველას, ვინც რუსული რეჟიმის თავდასხმის სამიზნე გახდა. მათივე განცხადებით, ყველა საქმეს მიჰყვებიან ბოლომდე და გამოავლენენ დამნაშავეებს.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ცოტა ხნის წინ ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

შეგახსენებთ, გასულ ღამეს, საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ და სცემეს ენმ-ის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს, ასევე ანტირუსული აქციების მონაწილეს და ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძეს, სახლთან დახვდნენ და სცემეს დიპლომატ გია ჯაფარიძეს, გარდა ამისა, დაუდგენელი პირები სახლში მიუვარდნენ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, გიორგი ონიანს.

შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მტკიცებით, ყველა ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...