მთავარისიახლეებისაზოგადოებათუ გააგრძელებთ მომიტინგეებზე თავდასხმას, ვუპასუხებთ სამთავრობო ვებგვერდებზე შეტევით - Anonymous კობახიძეს

თუ გააგრძელებთ მომიტინგეებზე თავდასხმას, ვუპასუხებთ სამთავრობო ვებგვერდებზე შეტევით – Anonymous კობახიძეს

Published on

ჰაკერებისა და აქტივისტების საერთაშორისო მოძრაობა Anonymous საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს მიმართავს და აფრთხილებს, რომ თუ მთავრობა გააგრძელებს რუსული კანონის წინააღმდეგ ქუჩებში გამოსულ მომიტინგეებზე სასტიკ თავდასხმებს, დაჯგუფება უფრო ფართომასშტაბიან კიბერშეტევებს განახორციელებს სამთავრობო გვერდებზე.

“ჩვენ ვართ ქართველი ხალხის გვერდით მათ ბრძოლაში დემოკრატიის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის და გვსურს რუსული გავლენისგან თავისუფალი საქართველო, მხარს ვუჭერთ ქართველი ხახლის მისწრაფებებს ნათელი მომავლისკენ!

საქართველოს პრემიერმინისტრ, ირაკლი კობახიძეს: თუ თქვენი მთავრობა გააგრძელებს იმავე სტანდარტს პოლიციის გამოყენების მომიტინგეებზე სასტიკი თავდასხმისთვის, ჩვენ ვუპასუხებთ კიდევ უფრო ფართო კიბერშეტევებით სამთავრობო ვებსაიტებზე!” – წერს Anonymous.

Anonymous წერს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მათ კიბერშეტვა განახორციელეს მთავრობასთან დაკავშირებულ 30-ზე მეტ საიტზე, ასევე პროპაგანდისტულ მედიაზე, რაც თბილისსა და ბათუმში მშვიდობიან მომიტინგეებზე პოლიციის ძალადობაზე პასუხი იყო.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....