მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოს მარიონეტების პატრონი მოსკოვისკენ ტრიალდება - Financial Times ივანიშვილზე

საქართველოს მარიონეტების პატრონი მოსკოვისკენ ტრიალდება – Financial Times ივანიშვილზე

Published on

საქართველოს მარიონეტების პატრონი მოსკოვისკენ ტრიალდება – ამ სათაურით “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ივანიშვილზე და საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე სტატიას აქვეყნებს Financial times.

სტატიაში ნათქვამია, რომ “ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ცდილობს კავკასიური ერი რუსეთის ორბიტაზე დააბრუნოს”. გამოცემა წერა, რომ ოლიგარქი, რომლის ქონება 5 მილიარდი დოლარია, რაც ქვეყნის მშპ-ს ერთი მესამედის ტოლია, ძალაუფლებას, დიდწილად კულისებს მიღმა ფლობდა.

“თუმცა, გასულ კვირას ის მთიდან ჩამოვიდა, რათა კონსპირაციული, ანტიდასავლური სიტყვით გამოსვლა ჰქონოდა, რომელშიც მან საქართველო წარმოადგინა, როგორც “ომის გლობალური პარტიის” და სამოქალაქო უფლებების დამცველ ჯგუფებს შორის მისი სავარაუდო აგენტების მსხვერპლი”, – წერს გამოცემა.

სტატიის ავტორების შეფასებით, პრო-სამთავრობო მიტინგზე ივანიშვილის გამოსვლა, იყო მხარდაჭერის დემონსტრირება უკიდურესად საკამათო კანონი “უხოელი აგენტების” კანონის მიმართ. FT წერს, რომ კანონპროექტმა გამოიწვია ქვეყანაში ყველაზე დიდი დემონსტრაციები ბოლო ათწლეულების განმავლობაში.

“საქართველოს მთავრობის დაახლოება მოსკოვთან სამი წელია მიმდინარეობს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მიუხედავად. მაგრამ ანალიტიკოსები და მთავრობის კრიტიკოსები ამბობენ, რომ უცხოური აგენტების კანონი და ივანიშვილის გამოსვლა, რომელშიც ის კრემლის ხაზებს იმეორებდა, გარდამტეხ მომენტს ნიშნავს და რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ახლა ისევ რუსეთის ორბიტაზე ბრუნდება”, – წერია სტატიაში.

სტატიაში ნათქვამია, რომ ის, რასაც ხელისუფლება აკეთებს, შესაძლოა განპირობებული იყოს იმით, რომ როგორც ბევრი რუსი ოლიგარქის შემთხვევაში, ივანიშვილის ბიზნეს ინტერესებსაც საფრთხე ემუქრება, თუ ის კრემლის ხაზს არ დაემორჩილება. კიდევ ერთი შესაძლო ახსნა, სტატიის მიხედვით, არის ის, რომ ივანიშვილი რეაგირებს ევროკავშირის მოთხოვნაზე – საქართველომ მკვეთრად შეზღუდოს ოლიგარქების გავლენა, გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებამდე.

გამოცემა ამბობს, რომ მათ კომენტარის მიღება ივანიშვილისგანაც სურდათ, თუმცა მან თხოვნას არ უპასუხა.

სიახლეები

ოკუპანტებმა ქვემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს 2 მოქალაქე გაიტაცეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი...

“ოცნებამ” ივანიშვილის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ელჩები არ დაპატიჟა

შალვა პაპუაშვილი ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაზე ელჩები დაპატიჟებულები...

ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში – ნაცემია სამი ადამიანი

ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში - ნაცემია სამი ადამიანი. ერთ-ერთ მათგანს კბილები აქვს ჩამტვრეული, მეორეს დაზიანება...

“ვგმობ მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ფორმით დარბევას” – ადიგენის საკრებულოს აპარატის უფროსი

მორიგი საპროტესტო განცხადება საჯარო სექტორიდან. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი მიხეილ ბუცხრიკიძე 28 ნოემბერს...