მთავარისიახლეებისაზოგადოებამიგვაჩნია, რომ საქართველოს სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენებს - მილერი

მიგვაჩნია, რომ საქართველოს სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენებს – მილერი

Published on

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე “ქართული ოცნების” რუსულ კანონზე კიდევ ერთი განცხადება გააკეთა. შესაბამისი კითხვის პასუხად, მილერმა აღნიშნა, რომ კანონი საქართველოს სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენებს, საქართველოს ევროატლანტიკურ გზას საფრთხეს შეუქმნის და აშშ-საქართველოს ურთიერთობას ძირს გამოუთხრის.

მისი თქმით, აშშ აღნიშნული პოზიციის ახსნას გააგრძელებს, გადაწყვეტილება კი საქართველომ უნდა მიიღოს.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ კანონი, რომელსაც ისინი განიხილავენ, საქართველოს სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენებს, საქართველოს ევროატლანტიკურ გზას საფრთხეს შეუქმნის და აშშ-საქართველოს ურთიერთობას ძირს გამოუთხრის. ჩვენ ამის ახსნას გავაგრძელებთ და ისინი გადაწყვეტილებას თავად მიიღებენ“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.

მილერმა არ გააკეთა კომენტარი შესაძლო ზომებზე.

„სანქციების თაობაზე რაიმე განცხადების გაკეთებას არ ვაპირებ, იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ ან რის გაკეთებას განვიხილავთ…

თუ შეხედავთ აშშ-ის უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტს, დაინახავთ, რომ ის ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმურ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებს, ვინც ჰუმანიტარულ საქმიანობას ასრულებს, ვინც სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას ეწევა. სრულიად განსხვავებული რამ არის…

წარსულში ეს ცრუ შედარებები მინახავს, თუ თქვენ საქართველოში კანონპროექტის ტექსტს შეხედავთ, ან კანონპროექტის ტექსტს, რომელიც სხვა ქვეყნებში კრემლის გავლენით მიიღეს, ისინი ძალიან განსხვავდება იმ კანონისგან, რომელიც ჩვენ აქ აშშ-ში გვაქვს, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა. [ipn]

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...