მთავარისიახლეებიშეშფოთებულები ვართ მთავრობის ქმედებებით, რომელიც კრემლისას ემსგავსება-ევროპელი კონსერვატორების ჯგუფი "ოცნებაზე"

შეშფოთებულები ვართ მთავრობის ქმედებებით, რომელიც კრემლისას ემსგავსება-ევროპელი კონსერვატორების ჯგუფი “ოცნებაზე”

Published on

შეშფოთებულები ვართ მთავრობის ქმედებებით, რომლითაც ქვეყანა კრემლს ემსგავსება – ამის შესახებ განცხადებას ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფი (ECR), საქართველოსთან დაკავშირებით ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კრემლის მსგავსად საქართველოს მთავრობა ხალხის მიმართ ძალასა და რეპრესიებს იყენებს.

“ECR ჯგუფი მხარს უჭერს ქართველ ხალხს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ მკაცრად ვგმობთ მშვიდობიანი დემონსტრაციების ჩახშობის ნებისმიერ მცდელობას.

ჩვენ ასევე ღრმად შეშფოთებულები ვართ მთავრობის ქმედებებთან და მიმართულებასთან დაკავშირებით რომლითაც ქვეყანა მიდის, და რომელიც, როგორც ჩანს კრემლს ემსგავსება, ძალადობასა და რეპრესიებს იყენებს პოლიტიკური ოპონენტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის მიმართ,” – წერია განცხადებაში.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...