მთავარისიახლეებიივანიშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ნათელია, რომ ეს არის ანტიდასავლური, ანტიევროპული დეკლარაცია -...

ივანიშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ნათელია, რომ ეს არის ანტიდასავლური, ანტიევროპული დეკლარაცია – ზურაბიშვილი

Published on

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი FRANCE 24 English-თან ინტერვიუში საუბრობს “ოცნების” მიერ რუსული კანონის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე. პრეზიდენტის განცხადებით, ივანიშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ნათელია, რომ “ეს არის ანტიდასავლური, ანტიევროპული დეკლარაცია”.

მისივე თქმით, ივანიშვილი და მმართველი პარტია საქართველოსთვის იმის გაკეთებას აპირებს, რაც მიუღებელია მოსახლეობისთვის, ასევე პრეზიდენტისთვის. ინტერვიუს თარგმანს “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

“მათთვის ყველასთვის ომის პარტიის წოდება და ჩემთვის და მათთვის ომის პარტიის აგენტების წოდება, საქართველოში მოქმედი ორგანიზაციებისთვის, პარტიებისთვის და ახალგაზრდებისთვის, რომლებიც აცხადებენ, რომ ევროპული მომავლის შენარჩუნება სურთ, რევოლუციისა და დამხობის აგენტების წოდება – ეს არის ზუსტად ის ტერმინები, რასაც პრეზიდენტი პუტინი საკუთარი სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ წლებია იყენებს.

[…]

დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა კითხვის ნიშნები, როგორც აქ საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რატომ არ ახორციელებდა “ქართული ოცნება” პირდაპირ და ნათელ ზომებს ევროკავშირში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, რატომ არ ახორციელებდა ევროკავშირის 12 რეკომენდაციას, ან ახლა, რატომ არ ახორციელებს 9 რეკომენდაციას: იყო ეს ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, თუ ამას რუსეთის რაიმე სახის გავლენის ქვეშ აკეთებდა. “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ნათელია, რომ ეს არის ანტიდასავლური, ანტიევროპული დეკლარაცია. ყველასთვის, ვინც ამ სიტყვის ტექსტი წაიკითხა, ნათელია, რის გაკეთებას ცდილობენ ივანიშვილი და მისი მმართველი პარტია საქართველოსთვის. ის, რაც მიუღებელია საქართველოს მოსახლეობისთვის, ასევე მიუღებელია საქართველოს პრეზიდენტისთვის”, – თქვა პრეზიდენტმა.

სიახლეები

საბერძნეთში ქართველი კაცი პარტნიორის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს

სალონიკში 44 წლის ქართველი კაცი დააკავეს, რომელსაც პარტნიორის მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი. ბერძნული მედიის ცნობით,...

“ ჯილდოს ვიღებ ყველა პოლიტპატიმრის სახელით, რომლებიც უსამართლოდ იხდიან სასჯელს” – მზია ამაღლობელის სიტყვა

ჯილდოს ვიღებ ყველა პოლიტპატიმრის სახელით, რომლებიც უსამართლოდ იხდიან სასჯელს" - ამის შესახებ ევროპარლამენტში წერილი...

საკონსტიტუციოში წარვადგინეთ სასამართლოს მეგობრის მოსაზრება პარტიების აკრძალვაზე-საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგინეს სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება...

ზუგდიდი-ანაკლიის ცენტრალურ გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ქალი გარდაიცვალა

ზუგდიდი-ანაკლიის ცენტრალურ გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი, კლინიკაში გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა.ავტომობილი...