მთავარისიახლეებილევან ხაბეიშვილს გუშინ ოპერაცია ჩაუტარდა, ის კლინიკაში რჩება

ლევან ხაბეიშვილს გუშინ ოპერაცია ჩაუტარდა, ის კლინიკაში რჩება

Published on

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს, რომელსაც გუშინ სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა ოპერაცია ჩაუტარდა. ის ამ დრომდე ინგოროყვას სახელობის კლინიკაში რჩება, სადაც გუშინ პოლიციელებმა მიიყვანეს.

ხაბეიშვილის დაზიანებული აქვს თვალი, გატეხილი აქვს ცხვირის ძვლები. პარტიაში აცხადებენ, რომ ის სპეციალურად იმისთვის “გაიტაცეს” პერიმეტრიდან, რომ ” ეს სისხლიანი ანგარიშსწორება მოეხდინათ”. ხაბეიშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთი წევრის, სოფო ჯაფარიძის მოსანახულებლად გუშინ კლინიკაში მივიდა სახალხო დამცველი.

“არაფერი არ მტკივა, თვალიც გაივლის, ტანიც გაივლის და ყველაფერი გაივლის, ბრძოლა პუტინისტების წინააღმდეგ უნდა გაგრძელდეს”, – თქვა ხაბეიშვილმა ღამით ჩაწერილ ვიდეოში.

ცნობისთვის, სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირი გამთენიის 4 საათის შემდეგ დატოვა. მანამდე პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეები, რომლებიც რუსულ კანონს აპროტესტებენ, წიწაკის სპრეით, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაარბიეს. სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის არაერთ მონაწილეს. არიან დაკავებულებიც, თუმცა მათი ზუსტი რიცხვი ჯერ უნცობია.

სიახლეები

ოპოზიცია: სუსში გამოკითხვები კორუფციასთან რეალურ ბრძოლად არ აღიქმება

ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლების სუსში დაბარებას ოპონენტები შიდა დაპირისპირებასა და კორუფციის თემას უკავშირებენ, თუმცა აცხადებენ,...

რატომ არ ეწვია ვენსი საქართველოს – იან კელის განმარტება

"ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა იკითხა, რატომ არ ეწვია ვენსი თბილისს ბოლო მოგზაურობის დროს. ჩემი...

ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – ნინო ქადაგიძე

"ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი...

ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი

სპორტის განვითარება "ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების...