მთავარისიახლეებიპარლამენტი რუსულ კანონს მეორე მოსმენით დღეს განიხილავს

პარლამენტი რუსულ კანონს მეორე მოსმენით დღეს განიხილავს

Published on

პარლამენტი მეორე მოსმენით რუსულ კანონს დღეს განიხილავს. უცნობია, დღესვე უყრიან თუ არა მას კენჭს. თუმცა, სესია კვლავ საზოგადოების პროტესტის ფონზე წარიმართება, რადგან პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო ორი აქციაა ჩანიშნული – 12:00 და 19:00 საათზე. მათ მსვლელობით შეუერთდებიან თსუ-სა და ილიაუნის სტუდენტებიც.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 29 აპრილს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსულ კანონს მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა. დარბაზში მხოლოდ “ოცნების” დეპუტატები იყვნენ დარჩენილნი, რადგან კომიტეტის თავმჯდომარემ ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გააძევა. მათმა ნაწილმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა, რადგან ანრი ოხანაშვილი მათ კითხვების დასმის საშუალებას არ აძლევდა და მიკროფონებს უთიშავდა. მიზეზად ის რეგლამენტის “დარღვევას” ასახელებდა.

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...