“ამ განცხადებას ვაფასებთ, როგორც სახელმწიფო გადატრიალებას” – ნიკა გვარამია ივანიშვილის გამოსვლაზე

0
70

ზიზღით, შუღლის მთესველი და აგრესიული მუქარებით სავსე გამოსვლა – ასე აფასებს “ახალი” ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ მიმართვას რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე.

ოლიგარქის ანტიდასავლურ და რუსულ გამოსვლას პარტიის ლიდერები საგანგებო ბრიფინგზე გამოეხმაურნენ.

როგორც “ახალის” თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია ამბობს, ეს იყო სახელმწიფო გადატრიალება და ქართული ისტორიული განვითარების შეცვლის განაცხადი:

“ჩვენ ამ განცხადებას ვაფასებთ, როგორც სახელმწიფო გადატრიალებას და ქართული ისტორიული განვითარების ხაზის რადიკალურ მცდელობას. ბიძინა ივანიშვილმა შეწყვიტა ორმაგი თამაში. ერთის მხრივ, ვითომ ევროინტეგრაციაზე ზრუნვა, მაგრამ სინამდვილეში ევროინტეგრაციული ხაზისთვის ძირის გამოთხრის პოლიტიკა, რომელსაც რეალურად ის დაადგა აბსოლუტურად ღიად და სწორხაზოვნად.

გუშინ მამულზე გველაპარაკნენ რუსები, ვისაც წართმეული აქვს ჩვენი ქვეყნის 20% და ვინც ჩვენი სახელმწიფოებრიობა 1783 წლიდან მოყოლებული გააუქმა და ჩვენი ბრძოლით და თანამემამულეების სისხლის ფასად დავიბრუნეთ; გუშინ ენაზე გვესაუბრნენ რუსები, ვინც ერთადერთი დამპყრობელია საქართველოს ისტორიაში, ვინც ენას გვართმევდა, 1974 წლის 14 აპრილის გამოსვლები გახსოვთ;

გუშინ სარწმუნოებაზე გვესაუბრნენ რუსები, ვინც პირველ რიგში, საქართველოში შემოსვლის შემდეგ გააუქმა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, გადაღება ქართული ფრესკები და აკრძალა ქართულ ეკლესიებში ქართულად წირვა-ლოცვა;

გულწრფელად უნდა ითქვას, ხელისუფლების მიტაცების სანაცვლოდ ბიძინა ივანიშვილი გვთავაზობს რუსეთთან მარტო და პირისპირ დარჩენას, ჩვენი სახელმწიფოებრიობის დასასრულს, უვიზო რეჟიმის გაუქმებას, რაც გამოიწვევს ქართველი ახალგაზრდების შეზღუდვას და სასწავლებლად ისინი ვერ წავლენ ვერსად რუსეთის და რუსული გავლენის ქვეყნების გარდა.

უვიზოდ მიმოსვლის გაუქმებას და ინვესტორების გასვლას საქართველოდან და სამუშაო ადგილების ტოტალურ დაკარგვას და შემცირებას. უვიზო მიმოსვლის გაუქმება და ქართველი ემიგრანტების გამოყრა დასავლეთის ქვეყნების ტერიტორიიდან და საქართველოსთვის იმ ძალიან მნიშვნელოვანი შემოსავლების დაკარგვას, რომელსაც დღეს ქართველები ახერხებენ თავისი შრომით დასავლეთ ქვეყნებში, სადაც მათ ძალიან გულღიად იღებენ და არავითარ შეკითხვას არავინ უსვამს ტრადიციაზე, იდენტობაზე და სხვა მსგავს საკითხებზე. მათ იღებენ გულღიად, როგორც ქართველებს, ღირსეულ ევროპელებს. ” ამბობს ნიკა გვარამია

წინა სტატიაპარლამენტი რუსულ კანონს მეორე მოსმენით დღეს განიხილავს
შემდეგი სტატიახმაური და დაპირისპირება იყო დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური