მთავარისიახლეებიოხანაშვილმა ერთდროულად 3 დეპუტატი გააძევა - ჯამში, სხდომა 11 ოპოზიციონერს დაატოვებინეს

ოხანაშვილმა ერთდროულად 3 დეპუტატი გააძევა – ჯამში, სხდომა 11 ოპოზიციონერს დაატოვებინეს

Published on

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან, სადაც რუსულ კანონს განიხილავენ, ანრი ოხანაშვილმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები დავით ხაჯიშვილი და გიორგი გოდაბრელიძე, ასევე “ევროოპტიმისტების” წარმომადგენელი, ხატია დეკანოიძე გააძევა.ამით, გაძევებული დეპუტატების რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.

პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა “გირჩის” ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ.

მანამდე სხდომიდან გააძევეს ოპოზიციის დეპუტატები – ლევან ხაბეიშვილი, ანი წითლიძე, თამარ კორძაია, ქეთი თურაზაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ვაშაძე, სალომე სამადაშვილი და თაკო ჩარკვიანი.

ანრი ოხანაშვილი დეპუტატების გარდა, სიტყვით და კითხვის დასრულების საშუალებას არც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს აძლევს. კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მათაც და ოპოზიციასაც დროის გაწელვა უნდა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...