მთავარისიახლეებისაზოგადოებაიურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან ლევან ბეჟაშვილიც გააძევეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან ლევან ბეჟაშვილიც გააძევეს

Published on

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან, სადაც მეორე მოსმენით განიხილავენ რუსულ კანონს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ბეჟაშვილიც გააძევეს.

“კომიტეტის თავმჯდომარე უხეშად არღვევს რეგლამენტს და არ აძლევს სიტყვის საშუალებას კოლეგებს…გვქონდა უამრავი შეკითხვა და შენიშვნა, რომელიც ადასტურებს, რომ ეს კანონი არის რუსული კანონი…მაგრამ მათ არ სურთ შენიშვნების მოსმენა. მათ აქვთ დავალება, რაც შეიძლება მალე ყველა დეპუტატი გააძევონ, დაასრულონ სხდომა და შემდგომ კონტრაქციაზე გავიდნენ,” – აცხადებს ბეჟაშვილი მედიასთან.

მანამდე დარბაზიდან გააგდეს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძეც, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

რუსული კანონის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ანრი ოხანაშვილი დეპუტატებს სიტყვის დასრულების საშუალებას არ აძლევს და მიკროფონს უთიშავს. პერიოდულად კი მიკროფონის გარეშე საუბრის შემთხვევაში დარბაზიდან გაძევებით ემუქრება.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...