მთავარისიახლეებისაზოგადოებადღეს, 18:00 საათზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია ზუგდიდშიც გაიმართება

დღეს, 18:00 საათზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია ზუგდიდშიც გაიმართება

Published on

დღეს, 18:00 საათზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია ზუგდიდშიც გაიმართება. აქციის ორგანიზატორია სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი.

“წინააღმდეგობა გრძელდება! არის დრო, როდესაც დუმილი ბოროტების მხარეს დგომას ნიშნავს. ასეთი დროა აქ და ახლა. როდესაც ხელისუფლება ცდილობს ქვეყანა რუსეთისკენ წაიყვანოს.

ერთის მხრივ, რუსული კანონით ცდილობს ჩამოიშოროს ყველა, ვინც მის ქვეყნისთვის მტრულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, მეორეს მხრივ კი ცდილობს, ოფშორების კანონით სასათბურე პირობები შექმნას უკონტროლო ფინანსების შემოდინებისა და შავი ფულის გათეთრებისთვის – ჩვენ გვრჩება ერთადერთი გზა, გამოვიდეთ და ხმამაღლა ვთქვათ – არა რუსულ კანონს!

თუ ფიქრობ, რომ საქართველოსთვის ევროინტეგრაცია მნიშვნელოვანია, რომ ეს ერთადერთი სწორი გზაა ქვეყნის სოციო-ეკონომიკური განვითარებისთვის, უსაფრთხოებისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის მაშინ შენი ადგილი ჩვენს გვერდითაა და შენი ხმა მნიშვნელოვანია! მოდი 29 აპრილს, 18:00 საათზე ზუგდიდის მერიასთან, სადაც თანამოაზრეებს იპოვი და დაანახებ ხელისუფლებას, რომ არ შეეგუები შენი ქვეყნის რუსეთისკენ სვლას!”, – ნათქვამია განცხადებაში.

დღეს აქცია 19:00 საათზე, ბათუმში, ევროპის მოედანზეც გაიმართება. აქცია ასევე დაგეგმილია თბილისშიც. რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია ვაკის პარკში 17:00 საათზე დაიწყება.

დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი რუსულ კანონს მეორე მოსმენით განიხილავს.

ამასთან, დღეს, 20:00 საათზე, ქართული ოცნება საკუთარი კანონპროექტის მხარდამჭერი აქციის გამართვას აპირებს.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...