მთავარისიახლეებისაზოგადოებაამ დღეებში ევროპის გული თბილისში ცემს - თომას ჰაკერი

ამ დღეებში ევროპის გული თბილისში ცემს – თომას ჰაკერი

Published on

“მივხვდი, რომ ამ დღეებში ევროპის გული თბილისში ცემს” – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრი თომას ჰაკერი აცხადებს და გუშინ გამართულ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას ეხმაურება, რომელსაც თავადაც დაესწრო.

ის ამბობს, რომ ქართული ოცნება სრულად არის მოწყვეტილი ქართველების სურვილებს და აღნიშნავს, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, EU-მა უნდა განიხილოს პერსონალური სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც არიან კანონის ინიციატორები და განიხილოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება.

“ქართულ ოცნებაზე ჯერ კიდევ არ მოუხდენია შთაბეჭდილება ე.წ. გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ გამართულ პროტესტს და არ ჩანს მათი მხრიდან დათმობის არანაირი ნიშანი. პრაქტიკით, ეს კანონი მიზნად ისახავს კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებას.

მმართველი პარტია, როგორც ჩანს, სრულად არის მოწყვეტილი საქართველოს მოქალაქეების სურვილებსა და იმედებს. ის ბოიკოტს უცხადებს ქვეყნის ევროპულ მომავალს. პარლამენტმა უნდა შეწყვიტოს კანონის მიღება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ევროკავშირმა უნდა განიხილოს პერსონალური სანქციები კანონის არქიტექტორების წინააღმდეგ და სერიოზულად განიხილოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება.

ქართველი ხალხი, რომელიც ყოველდღიურად მამაცურად აპროტესტებს ხელისუფლებას და რუსეთის მიერ ძალით თავს მოხვეულ კანონს, იმსახურებს ჩვენს პატივისცემას და აღფრთოვანებას. გუშინ მოვახერხე, რომ მშვიდობიანი აქციის თანმხლები ვყოფილიყავი და მივხვდი, რომ ამ დღეებში ევროპის გული თბილისში ცემს”, – აცხადებს თომას ჰაკერი.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...