მთავარისიახლეებიარ დავრეგისტრირდებით ღირსების შემლახავ რეესტრში ! - განათლების კოალიცია

არ დავრეგისტრირდებით ღირსების შემლახავ რეესტრში ! – განათლების კოალიცია

Published on

ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას და ვაცხადებთ, რომ ჩვენ არ დავრეგისტრირდებით ღირსების შემლახავ რეესტრში! – ნათქვამია განათლების კოალიციის განცხადებაში რუსულ კანონთან დაკავშირებით.

განათლების კოალიცია, როგორც საერთაშორისო მოძრაობის ნაწილი, შეიქმნა გამაერთიანებელი იდეით – „ხარისხიანი განათლება ყველა მოსწავლეს!“ და დღემდე ამ იდეის ერთგულია.
11 წლის განმავლობაში, განხორცილებული გვაქვს არაერთი პროექტი, მათ შორის ისეთი, როგორიც არის მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, რომელიც განათლების სისტემაში ერთ-ერთი გამორჩეულია მდგრადობისა და გავლენის თვალსაზრისით.
სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, შექმნილი გვაქვს 30-ზე მეტი კვლევითი და ანალიტიკური ანგარიში, რაც სისტემის განვითარებისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკისათვის მნიშვნელოვანი რესურსია. ასევე, ასობით საგანმანათლებლო რესურსი, მათ შორის დამხმარე სახელმძღვანელოები, რომელსაც ათასობით მასწავლებელი თუ მოსწავლე დღესაც აქტიურად იყენებს. მხარს ვუჭერდით საგნობრივი და პროფესიული ასოციაციების განვითარებას, სკოლებისა თუ მასწავლებელთა ინიციატივებს.

ადვოკატირების მხრივ, ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი ყველაზე აქტიურები პანდემიის დროს განათლების სისტემაში ზიანის შემცირების და შემდგომ რემედიალური მიდგომების დანერგვის მიმართულებით. მათ შორის, ხელი შევუწყეთ ასამდე სკოლის საგანმანათლებლო ტექნოლოგიებით აღჭურვას.
ჩვენ, დღესაც აქტიურად ვმუშაობთ და ვითხოვთ:
სასკოლო კვების დანერგვას;
მასწავლებელთა უკეთეს სამუშაო პირობებს;
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სისტემის გაუმჯობესებას;
სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარებას;
დირექტორების გამჭვირვალედ და სამართლიანად შერჩევას;
საგანმანათლებლო რესურსების პოლიტიკის გაუმჯობესებას;
უთანასწორობის შემცირების და ბევრი სხვა.

რაც მთავარია, ყოველთვის ვიყავით ჩვენი პრინციპების ერთგულები და ვითხოვდით, ანგარიშვალდებულ და გამჭვირვალე განათლების სისტემას! ჩვენი მხრივ, ყოველთვის პასუხისმგებლიანად, გამჭვირვალედ ვსაქმიანობდით და ვხელმძღვანელობდით დემოკრატიული პრინციპების დაცვით.

აქვე, გვსურს მოვუწოდოთ მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რომ დარჩნენ მათი მოსწავლეებისა და განათლების ამოცანების ერთგულები და მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, არ მიიღონ მონაწილეობა 29 აპრილის აქციაში თუ სხვა ნებისმიერ აქტივობაში, რომელიც მხარს უჭერს რუსულ კანონს და ზიანს აყენებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს!
მხარდაჭერის საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ და მზად ვართ, თქვენთან ერთად, დავიცვათ თქვენი და ჩვენი ინტერესები!

გვჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით აუცილებლად გავიმარჯვებთ! ” აცხადებს კოალიცია.

შეგახსენებთ, 100-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გუშინ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ რუსული კანონის გაწვევამდე აჩერებენ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას და არ დარეგისტრირდებიან ღირსების შემლახავ რეესტრში.

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...