მთავარისიახლეებისანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი...

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე -ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

Published on

425 მომხრე – 25 წინააღმდეგი – რამდენიმე წუთის წინ, ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო 5-ვე ჩასწორებით. მათ შორის ამ დოკუმენტით ევროდეპუტატები ევროკომისიიგან ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მოითხოვენ, ასევე დაყენებულია პოლიტიკური პატიმრობიდან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი. ასევე, დეპუტატები ევროკომისიისგან მოითხოვს გადაიხედოს ქვეყანასთან ვიზალიბერალიზაციის პირობები.

მთავარი, რაც დოკუმენტში წერია, არის ის რომ ქვეყანა ვერ გადავა მოლაპარაკებების ეტაპზე “ოცების” მიერ ინიცირებული რუსული კანონი დამტკიცებული იქნება საქართველოს პარლამენტის მიერ.

შესწორებები ორ პოლიტიკურ გუნდს ჰქონდა დარეგისტრირებული – “ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების” და “განახლების” ჯგუფებს.

„ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების“ შესწორება ორ პუნქტს მოიცავს:

ევროკავშირის საბჭოსა და ევროკავშირის პარტნიორებს მოუწოდებს, დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს, რომელიც „კიდევ ერთხელ ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ქვეყნის დასავლურ კურსს რუსეთისკენ გადახრის სასარგებლოდ“ და „რომელიც საკუთარი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს“;
ხელახლა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, პატიმრობიდან გაათავისუფლონ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

„განახლების“ შესწორება კი სამ პუნქტს მოიცავს:

ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას, შეაფასოს „აგენტების კანონის“ გავლენა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე, განსაკუთრებით, ფუნდამენტური უფლებების ნაწილში, – „რაც ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია“.
მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, გაიწვიოს საკონსტიტუციო ცვლილებების სახით ინიციირებული პროექტი, რომელიც „ზღუდავს ლგბტიქ უფლებებს და არის თავდასხმა არამხოლოდ ლგბტიქ თემზე, არამედ, სიტყვის თავისუფლებასა და თავისუფალ სამოქალაქო საზოგადოებაზე“.
მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი „ჰუმანიტარული საფუძვლით და მისცენ საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა“

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...