მთავარისიახლეები"ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები და არ შეიძლება მოვიქცეთ ჩვეულებრივად" - მიხეილ...

“ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები და არ შეიძლება მოვიქცეთ ჩვეულებრივად” – მიხეილ სააკაშვილის მიმართვა პარტიებს და საჯარო მოხელეებს

Published on

მესამე პრეზიდენტმა მოახლოებული არჩევნების წინ, ერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აუცილებელია ერთიანი სია:

“პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა იფიქრონ იმაზე, რომ ყველა წყენა, წვრილმანი კინკლაობა და მითუმეტეს პირადი ამბიცია, ყველაფერი გვერდზე უნდა გადაიდოს. რა თქმა უნდა, არც არჩევნები იქნება ჩვეულებრივი. ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები და არ შეიძლება მოვიქცეთ ჩვეულებრივად. ჩვენ გვჭირდება ერთიანი სია, რომელიც მოიყვანს პროფესიონალებს მთავრობაში და იმ ხალხს, ვინც შეიძლება პოლიტიკაში აქტიურად არ არის, მაგრამ შეუძლია ქვეყნის უკეთესობისკენ წაყვანა. ” ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

მესამე პრეზიდენტი გამოეხმაურა “ოცნების” კონტრაქციასაც, რომელიც 29-შია დაგეგმილია და აღნიშნა, რომ არასწორია შედარება, თითქოს მისი ხელისუფლებაც უწყობდა ხალხს კონტრაქციებს:

“არასდროს ჩვენ არ მოგვიწყვია კონტრაქცია ოპოზიციისთვის. დიახ ვაწყობდით საარჩევნო მიტინგებს, მათ შორის, იყო წარმატებულიც და არცთუ წარმატებული მიტინგებიც, მაგრამ ეს იყო საარჩევნო შეხვედრები, რომელიც ხდება ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში.

2009-ში მრავალი თვე თბილისის გადაკეტილი ჰქონდათ კარვებით. არამხოლოდ ძალა არ გამოგვიყენებია, არამედ მე თვითონ გადავედი პრეზიდენტის სასახლიდან, გადავედი სულ სხვა შენობაში და დავუთმე მთლიანად ცენტრი მომიტინგეებს. ჩვენ მაშინ დავუთმეთ მათ ყველაფერი. რატომ ამას არ იხსენებენ? არ არის მოსახერხებელი?” ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

მესამე პრეზიდენტმა დამამცირებელი უწოდა საჯარო მოხელეებისთვის მათ ძალით ჩართვას სახელისუფლებო აქციებში:

“მაქსიმალურად ყველანი ვემზადოთ ხელისუფლების ცვლილებისთვის, ის არის ერთი ხელის გაწვდენაზე. ხომ ხედავთ როგორ შეიცვალა მსოფლიო სიტუაცია, ხო ხედავთ როგორ უჭირს ამათ პატრონს, ხო ხედავთ, როგორ შემოდგომის ბუზებივით იკბინებიან. მონა და აღლუმში თქვენი ჩართვით და ძალით ჩამოყვანით გამცირებენ თქვენ, თქვენს ოჯახებს და გამცირებენ იმაშიც, რომ მომავალში ეს იქნება დიდი სამარცხვინო აქტი…” ამბობს მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე ჩართვისას.

სიახლეები

ღმერთმა ნუ ქნას, ორმა საქართველომ იარსებოს საქართველოში – მურთაზ ზოდელავა

არ არსებობს ორი საქართველო. როგორც არ უნდა შეფუთონ, არ არსებობს. ბავშვობა და სიყმაწვილე სოხუმში...

ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი დააკავეს

ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 3 ყოფილი და 1 მოქმედი...

ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე ან ციხეში – პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე

"ბატონებო! ბრალდებულს ეძლევა ბოლო სიტყვა იმისთვის რომ იმართლოს თავი; მე არაფერი მაქვს თავის სამართლებელი და...

რუსეთის მოქალაქეების მძევლად აყვანისა და ყაჩაღობის საქმეზე კიდევ 1 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ყაჩაღობის, მძევლად ხელში ჩაგდებისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის...