მთავარისიახლეებითსუ-ის პროფესორ-მასწავლებლები: ირაკლი კობახიძისა და მისი თანმხლები პირების ქმედება ეწინააღმდეგება უნივერსიტეტის იდეასა...

თსუ-ის პროფესორ-მასწავლებლები: ირაკლი კობახიძისა და მისი თანმხლები პირების ქმედება ეწინააღმდეგება უნივერსიტეტის იდეასა და მისიას

Published on

პროფესორ-მასწავლებლები სტუდენტთა პოლიტიკური ნიშნით დაყოფისა და ძალადობის წინააღმდეგ პეტიციას ავრცელებენ. პროფესორები სახელმწიფო უნივერსიტეტში შაბათს, 20 აპრილს მომხდარ ძალადობის ფაქტს ეხმაურებიან, როცა სტუდენტ ნიკო მანაგაძეს კრიტიკული აზრის გამო პრემიერის დაცვა და ოცნების პარტაქტივი ფიზიკურად გაუსწორდა.

პედაგოგები ხელისუფლების მიერ წახალისებულ ძალადობაზე საუბრობენ და ამბობენ რომ ქართული ოცნების ქმედებები ახალგაზრდების უფლებებს უხეშად არღვევს და სტუდენტებს შორის დაპირისპირებას აღვივებს.

ჩვენ, უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები, ვგმობთ 2024 წლის 20 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობის ფაქტს. მიგვაჩნია, რომ უნივერსიტეტის პროფესორის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და მისი თანმხლები პირების ქმედება ეწინააღმდეგება უნივერსიტეტის იდეასა და მისიას, ახალისებს ძალადობას, დაპირისპირებას და არღვევს სტუდენტის უფლებებს. დაუშვებელია პოლიტიკოსის პირადი ინტერესების დასაკმაყოფილებლად სტუდენტის ლექციაზე არდაშვება, მასზე ფიზიკური ძალადობა, სტუდენტების დაყოფა პოლიტიკური და სხვა ნებისმიერი ნიშნით. არავის აქვს უფლება ძალადობრივი მეთოდებით შეზღუდოს ადამიანის/სტუდენტის გამოხატვის თავისუფლება. უნივერსიტეტი უნდა იყოს თავისუფალი სივრცე, სადაც დაცული იქნება კანონიერების ფარგლებში პოზიციისა და აზრის გამოხატვის უფლება.” ნათქვამია პეტიციაში.

ინციდენტამდე პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის სტუდენტები თსუ-ში პროტესტით დახვდნენ. ერთ-ერთი სტუდენტი, ზვიად ცეცხლაძე, ლექციაზე ევროკავშირისა და საქართველოს დროშით მივიდა, თუმცა ის არ შეუშვეს.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...