მთავარისიახლეებიპოლიტიკას რაც შეეხება, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი გადაწყვეტს! აუღებელი პენალტის დღე დადგება,...

პოლიტიკას რაც შეეხება, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი გადაწყვეტს! აუღებელი პენალტის დღე დადგება, ქართველი, საღად მოაზროვნე, პატრიოტი ხალხი ერთად დაარტყამს – როინ ქოჩორაშვილი

Published on

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი ქოჩორაშვილის მამა სოციალურ ქსელში წერს, რომ მის შვილს პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ აქვს და იმ საქმეს აკეთებს, რაც უყვარს. მისივე თქმით, მისი ოჯახი სხვის “დაკრულზე” არ ცეკვავს და აკეთებენ ოჯახისა და ქვეყნის საქმეს.

“საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც შავს და თეთრს ვერ არჩევენ ძალიან მეცოდებიან, გულწრფელად განვიცდი და რატომ? ჩემები ხართ, ქართველები და მაგიტომ! მინდა სწორად აღიქვათ ის რაც ამ ქვეყანაში ხდება!

ჩემი შვილი იმ საქმეს აკეთებს რაც მას უყვარს, რაც ჩვენი ქვეყნის მომავალს წაადგება!!! გიორგის პოლიტიკასთან არანაირი არც შეხება აქვს და არც სურვილი! მამა სად იქნება რომელ მხარეს ეს მამის გადასაწყვეტია და არა თქვენი!

ამჟამად კარდენახის ვენახებიდან გწერთ, წარაფი და კარგი ღვინო რომ გვიყვარს, სადღეგრძელოები, იმ ვაზს და ვენახს ვეფერები, (თუ არ მოვუვლით სწორად, მოსავალსაც ვერ მივიღებთ) ესე გავზარდე მე ჩემი ორივე შვილი, თქვენ თუ არ მოგწონთ “ბოდიში” თქვენ ალბათ იმას აკეთებთ რაც მოგწონთ, აკეთებთ იმას რასაც თქვენი გონება ან პატრონები გკარნახობენ! ჩვენ სხვის “დაკრულზე” არ ვცეკვავთ, ვაკეთებთ ჩვენი ოჯახის და ჩვენი ქვეყნის საქმეს!

პოლიტიკას რაც შეეხება 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი გადაწყვეტს! ისე სიმბოლური რიცხვია 26! აუღებელი პენალტის დღე დადგება და ამას ქართველი, საღად მოაზროვნე და პატრიოტი ხალხი ერთად დაარტყამს!!!

ცნობისთვის, 10 აპრილს, დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ თქვა, რომ ფეხბურთელ გიორგი ქოჩორაშვილის მამა, როინ ქოჩორაშვილი, რომელმაც შვილის შემდეგ თავადაც დაწერა რუსული კანონის საწინააღმდეგო პოსტი “ფეისბუქზე” – “ნაცია”. ორი დღის შემდეგ კალაძემ თქვა – “გიორგი ქოჩორაშვილს რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი პატარა დამსახურებაც არის”.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...