მთავარისიახლეებიგანსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელები MONA.GE-ს სიაში მოხვდნენ

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელები MONA.GE-ს სიაში მოხვდნენ

Published on

“დროასა” და “გირჩი მეტი თავისუფლების” მიერ გაკეთებულ MONA.GE-ს სიას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელები დაემატა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები უშუალოდ მონაწილეობდნენ პარლამენტის წინ რუსული კანონის საწინააღმეგო აქციაზე მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევაში, ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და ძალადობის ორგანიზებაში. პარტიები ამბობენ, რომ გდდ-ს თანამშრომლები დაკავებისას და დაკავების შემდეგ ფიზიკურად უსწორდებოდნენ ახალგაზრდებს.

სიაში მოხვდა დეპარტამენტის დირექტორი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე “ხარება”

“პირადად ამცირებდა მომიტინგეებს და ძალადობას აორგანიზებდა. მის დაქვემდებარებულებს არ ეკეთათ მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, რაც კანონის უხეში დარღვევაა. ზვიად ხარაზიშვილის სახელს უკავშირდება 2019 წლის 20 ივნისს, გავრილოვის ღამეს მშვიდობიანი აქციის სისხლიანი დარბევა, ასევე 2023 წლის მარტის აქციების დარბევა. გდდ ზვიად ხარაზიშვილის ხელმძღვანელობით ქცეულია სადამსჯელო რაზმად, რომელიც ემსახურება რუსული რეჟიმის ძალადობრივი მეთოდებით დამყარებას”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე სიაში არიან:

ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსი, ირაკლი შაიშმელაშვილი;
მეორე მთავარი სამმართველოს უფროსი, გიორგი ნასყიდაშვილი;
ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსის მოადგილე, ლევან გოგოლაური;
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამნეტის დირექტორის მოადგილე, მილერი ლაგაზაური;
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამნეტის დირექტორის მოადგილე, მირზა კეზევაძე;
პირველი მთავარი სამმართველოს უფროსი, იოსებ არავიაშვილი;
მართლწესრიგის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, გელა გელაშვილი;
პირველი მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, დავით ყამარაული;

სიახლეები

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა. გადაწყვეტილება მან ცოტა...

ჩორჩანას საქმე – მოსამართლე კურტანიძემ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

ჩორჩანას საქმე - მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა....

პროკურატურა ირაკლი შაიშმელაშვილს და ნანა სანდერს 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორებად ასახელებს

პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ბრალდებაში ორგანიზატორებად გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი და...